Thumbnail
  • სატრანსფერო ბაზარზე ლივერპული ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია
  • ხორვატ მცველს თავისი კლუბი იოლად ვერ შეელევა

ხორვატიის ნაკრებისა და თურქული ბეშიქთაშის მცველი - დომაგოი ვიდა, ინგლისური ლივერპულის ინტერესის სფეროში მოექცა. ბრიტანული “Mirror”-ის ინფორმაციით, ხორვატი მცველით პირადად მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი - იურგენ კლოპია დაინტერესებული. როგორც ჩანს, კლოპს ხორვატი მცველები ზოგადად ძალიან მოსწონს, რადგან ლივერპულში უკვე თამაშობს ხორვატიის ნაკრების კიდევ ერთი მცველი - დეიან ლოვრენი.

როგორც ცნობილია, ლივერპული მზადაა ბეშიქთაშს 29 წლის ვიდას სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი შესთავაზოს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, თურქულ კლუბს ეს თანხა აწყობდეს. ვიდა ხომ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა და თან, ხორვატიის ნაკრებთან ერთად მუნდიალის ნახევარფინალშია, რაც მის სატრანსფერო ღირებულებაზეც აშკარად აისახება.

დომაგოი ვიდა ბეშიქთაშში მიმდინარე წლის იანვარში, კიევის დინამოდან გადავიდა. ამ პერიოდში, თურქეული კლუბის მაისურით მან 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები