Thumbnail

'ანრის მგონი ბანაკი შეეშალა' - ხუმრობს ოლივიე ჟირუ

  • ჟირუ ანრიზე ხუმრობს...
  • ზეგ ლეგენდარული ფორვარდი თავის ქვეყანას დაუპირისპირდება!

დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრები, 10 ივლისს რუსეთის მუნდიალის ნახევარფინალურ მატჩს ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩის გარშემო ერთი უცნაურობა ის გახლავთ, რომ ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა - ტიერი ანრი ბელგიის ნაკრებში მუშაობს.

არსენალის ყოფილი ვარსკვლავი, ბელგიის ნაკრებში - რობერტო მარტინესის თანაშემწეა და ბევრის აზრით, ბელგიის წარმატებაში ანრის წვლილი დიდია.

"მგონი ბანაკი შეეშალა..." ხუმრობს ჩელსის და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ოლივიე ჟირუ. "კი, უცნაური იქნება ის, რომ ანრის მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს ვნახავთ... ეს ალბათ მისთვისაც დასამახსოვრებელი მატჩი იქნება."

"ჩვენ მეზობლებთან - ბელგიასთან დაპირისპირება, რაღაც დერბის მაგვარია. თან როგორც ჩვენ, ისე მთაც უამრავი ფეხბურთელი ინგლისიდან ჰყავთ და ნახევარფინალს, ერთგვარი პრემიერლიგის მატჩის ელფერიც დაჰკრავს."

იცოდი?

ამ გუნდების 4 თამაშიდან 3-ში ნაკლები დაჯდა!
რა მოხდება ახლა?

კომენტარები

ბოლო ამბები