Thumbnail

СЛАВА УКРАИНЕ | ვიდა მხოლოდ გააფრთხილეს - ფიფამ ხორვატი მცველი არ დასაჯა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხორვატიის ნაკრების მცველს ფიფამ მხოლოდ გაფრთხილება მისცა
  • დომაგოი ვიდა პროუკრაინული კომენტარის გამო არ დასაჯეს

‘Слава Украине, давай, давай!’ - ეს სიტყვები ხორვატიის ნაკრების მცველ დომაგოი ვიდას ეკუთვნის, რომელმაც რუსეთთან გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა. 29 წლის ვიდამ, რომელი კიევის დინამოში თამაშობდა, ვიდეო ოგნიენ ვუკოევიჩთან ერთად ჩაწერა.

გამოითქვა ვარაუდი, რომ ვიდას ამის გამო დასჯიდნენ, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. ფიფა მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, რაც არანაირ სასჯელს არ გულისხმობს. დომაგოი ვიდას დისკვალიფიკაციის ან სხვა სახის სანქციის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ეშინოდეს, თუ მსგავს კომენტარს მომავალშიც გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიამ რუსეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ვიდამ თამაშშიც შეძლო გოლის გატანა და თერთმეტმეტრიანიც ზუსტად შეასრულა, რის გამოც მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.

დომაგოი ვიდა რუსეთთან მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა 2014 წლის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და ომის შემდეგ უკიდურესად დაძაბულია. კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყირიმი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

დომაგოი ვიდა კიევის დინამოს ღირსებას 4 წლის განმავლობაში, 2017 წლის ბოლომდე იცავდა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები