Thumbnail

7-კაცამ ექსეთერის გრან პრი მეექვსე ადგილზე დაასრულა | მარცხი უელსთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ექსეთერის გრან პრის მეორე დღე
  • ირლანდია 22:12 საქართველო
  • გერმანია 17:36 საქართველო
  • უელსი 26:21 საქართველო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ექსეთერის გრან პრის მეორე დღეს სამი მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა პირველი შეხვედრა ფავორიტ ირლანდიასთან გამართეს, ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ 22:12 დამარცხდნენ. საქართველომ მე-5 ადგილისთვის გამართულ ნახევარფინალში გერმანიას 36:17 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც უელსს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

საქართველო ერთი წუთით ადრე ორ ქულას იგებდა, როდესაც სოსო მათიაშვილმა აუტი მოაწოდა, რის შემდეგაც ბურთი უელსელებს დარჩათ - მეტოქემ ბოლო შანსი კარგად გამოიყენა და მატჩი 26:21 მოიგო. საქართველომ ექსეთერის გრან პრის ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ტურნირის გამარჯვებული ინგლისი გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთს 15:5 მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები