Thumbnail

1. სუმო | ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო გამარჯვებით დაიწყო

ქალაქ ნაგოიაში დაიწყო წლის მე-4 სუპერტურნირი, რომელშიც ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში პირველად მონაწილეობს ოძეკის რანგში. ჩემპიონის რანგში სადებიუტო ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა მე-2 მაეგაშირა იკიოისთან ჩაატარა. ქართველმა ფალავანმა უპრობლემოდ მოიგო -  უმალ ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა. ვრცლად

2. ესპანეთის ნაკრები | იერო წავიდა!

ფერნანდო იერომ, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა, ეროვნულ გუნდთან ერთად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში (RFEF) თავის თანამდებობასაც დაემშვიდობა. ვრცლად

3. СЛАВА УКРАИНЕ | ვიდამ რუსეთთან გამარჯვება უკრაინას მიუძღვნა!

Слава Украине, давай, давай! (დიდება უკრაინას) - სწორედ ამ სიტყვებს ამბობს ვიდა, რომელმაც რუსეთის ნაკრებს გოლი გაუტანა და რომელიც 2013-2018 წლებში კიევის დინამოში ასპარეზობდა. ვიდას ამ სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც უკრაინაში, ისე რუსეთში. ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შეხვედრაშიც ფეხბურთის და პოლიტიკის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. ვრცლად

4. ლეგიონერი | ოქრიაშვილი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდართან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე (6-21 ივლისი) იმყოფება და საერთო ჯგუფში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ვრცლად

5. ფორმულა 1 | ფეტელის ტრიუმფი ჰემილტონის მიწაზე

სილვერსტოუნზე ლუის ჰემილტონი თავს ისე გრძნობს ხოლმე, როგორც თევზი წყალში, მაგრამ ამჯერად, ფერარის პილოტებმა ბრიტანელს საშინაო რბოლა ჩაუმწარეს. ბრიტანეთის გრანპრი უაღრესად დაძაბული გამოვიდა და ის სებასტიან ფეტელმა მოიგო. ფერარის გერმანელმა პილოტმა ამ გამარჯვებით საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა. ვრცლად

 

კომენტარები

ბოლო ამბები