Thumbnail
  • მუნდიალის ნახევარფინალში სულ 13 ქვეყნის 45 კლუბის ფეხბურთელია წარმოდგენილი
  • ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მოთამაშე ლონდონის ტოტენჰემიდანაა

კლუბებიდან ყველაზე მეტი ფეხბურთელი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ½-ფინალში ლონდონის ტოტენჰემს ჰყავს. ტურნირს შემორჩენილი ნაკრებების შემადგენლობაში ამ ინგლისური კლუბის ერთბაშად ცხრა მოთამაშე გამოდის. 

მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ღირსებას კირან ტრიპიერი, დენი როუზი, ერიკ დაიერი, დელე ალი და ჰარი კეინი იცავენ. ბელგიის ნაკრებში იან ვერტონგენი, ტობი ალდერვეირელდი და მუსა დემბელე გამოდიან, საფრანგეთის ნაკრების კარში კი უგო ლორისი დგას.
 
რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდ-შვიდი ფეხბურთელი შემორჩათ მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტის. ტურნირში ექვსი მოთამაშეა ლონდონის ჩელსიდან, ხოლო ლივერპულიდან, ბარსელონიდან, მონაკოსა და პარ სენ-ჟერმენიდან - ოთხ-ოთხი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში სულ 13 ქვეყნის 45 კლუბის ფეხბურთელი გამოდის, მათგან ყველაზე მეტი კი ინგლისიდანაა - 11 კლუბი და 39 მოთამაშე.

შემდეგ მოდის გერმანია (9 კლუბი, 9 ფეხბურთელი), ესპანეთი (5 კლუბი, 12 ფეხბურთელი), იტალია (5 კლუბი, 7 ფეხბურთელი), საფრანგეთი (4 კლუბი, 12 ფეხბურთელი), ბელგია, ხორვატია, ჩინეთი (ყველა - 2 გუნდი, 2 ფეხბურთელი), უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, ავსტრია და შოტლანდია (ყველა - თითო გუნდი და ფეხბუთელი).

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ბელგიას 10 ივლისს, ხოლო ინგლისი ხორვატიას 11 ივლისს დაუპირისპირდება. ფინალი კი 15 ივლისს მოსკოვში, სტადიონ "ლუჟნიკიზე" ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები