Thumbnail
  • ბევრმა დაინახა, რომ რუს ფეხბურთელებს ხელები ცხვირთან ჰქონდათ
  • ეს არის ქიმიური ნივთიერება ამიაკი

ხორვატიისა და რუსეთის ნაკრები გუნდების მატჩის დროს, უფრო კონკრეტულად კი მაშინ, როცა ფეხბურთელები შესვენების შემდეგ მოედანზე ბრუნდებოდნენ, ბევრმა შეამჩნია, რომ რუს ფეხბურთელებს, გოლოვინს და სხვებს ხელები ცხვირთან ჰქონდათ მიტანილი - თითქოს რაღაც ნივთიერებას იღებდნენ. ასეთ სცენებს დაკვირვებული მაყურებელი მერვედფინალში, რუსეთისა და ესპანეთის მატჩის დროსაც შეამჩნევდა.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელებს ქიმიური ნივთიერება ამიაკით გაჟღენთილი ბამბები ჰქონდათ ცხვირთან მიტანილი. ეს ინფორმაცია რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა გერმანულ გაზეთ “ზუდდოიჩე ცაითუნგს” დაუდასტურა. ამიაკი სტიმულატორია, სუნთქვას აუმჯობესებს და მისი მიღების შემდეგ ადამიანი გაცილებით უფრო კონცენტრირებული ხდება.

ფაქტია: ამიაკის გამოყენება აკრძალული არ არის, მაგრამ აბსურდია ის ფაქტიც, რომ რუსები ამაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, როგორც შხაპის დროს შამპუნის გამოყენება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ რუსი სპორტსმენებისთვის დოპინგის მიღება ოფიციალურად არაერთგზისაა დადასტურებული.

კომენტარები

ბოლო ამბები