Thumbnail

ქართველების პროტესტი ფეისბუქზე - ათასობით Haha და კომენტარები ოკუპანტებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფეისბუქის ქართველი მომხმარებლების საპროტესტო აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ
  • რუსეთის ნაკრების წაგებას ათასობით Haha და ერთნაირი შინაარსის კომენტარი აქვს
  • ქართველების პროტესტს უკრაინელებიც შეუერთდნენ

რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა, რამაც მთელი საქართველო გაახარა. ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლებმა საპროტესტო აქცია წამოიწყეს, რომელსაც უკვე უდიდესი გამოხმაურება აქვს.

აქცია რუსეთის ნაკრების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს. ეს არის გვერდი სახელწოდებით Сборная России по футболу. გვერდის ერთ-ერთ ბოლო პოსტს, რომლის შინაარსიც ხორვატიის ნაკრებთან რუსეთის მარცხია, ამ დროისთვის (8 ივლისი, 15:45) უკვე 6000-ზე მეტი Haha აქვს. აღსანიშნავია, რომ დამცინავი რეაქცია მინიმუმ 6-ჯერ აღემატება სხვა რეაქციებს. ცხადია, Haha-ს ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია.

► აქციას შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ ბმულზე

გარდა ამისა, ქართველი იუზერები ერთსა და იმავე კომენტარს წერენ: “I am from Georgia and 20% of my country is occupied by Russia! Abkhazia and Samachablo are Georgia!” (მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!). პროტესტს უკრაინელებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები