Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დევიდ ბექჰემთან სანაძლეო წააგო
  • იბრა უემბლიზე ინგლისის მაისურით უნდა დაჯდეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახლო მოვალში “უემბლიზე” იმ გუნდის ფორმით უნდა გამოცხადდეს, რომელთანაც შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა.

ინგლისის ნაკრების გამარჯვებით იბრამ დევიდ ბექჰემთან სანაძლეო წააგო, რომლის მიხედვითაც, ინგლისელთა უახლოეს საშინაო შეხვედრას უნდა დაესწროს, ინგლისის ნაკრების ფორმაში უნდა იყოს გამოწყობილი და შესვენებაზე ტრადიციული ინგლისური თევზი და ჩიპსი უნდა მიირთვას.

“მათ ფორმას ჩავიცვამ და თევზსა და ჩიპსსაც შევჭამ, - უთხრა 36 წლის ზლატანმა მატჩის შემდეგ გამოცემა “ექსპრესენს”, მოგვიანებით კი ბექჰემის მისამართოთ დაპოსტა: “მოვდივარ. გილოცავ!” შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა ბექჰემი სანაძლეოს დასადებად თვითონვე გამოიწვია.

დევიდ ბექჰემი წლების მანძილზე ინგლისის ნაკრების კაპიტანი იყო და ეროვნულ გუნდში 1996-დან 2010 წლადე 115 მატჩი აქვს ჩატარებული (17 გოლი). იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში ერთით მეტი, 116 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 92 გოლით სკანდინავიელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ზლატანმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ დაასრულა.

იბრამ შვედეთის ნაკრების მუნდიალზე გამოსვლა იდეალურად შეაფასა - მისი თქმით, გუნდის თითოეულ წევრს ოქროს ბურთი და შვედეთის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება ეკუთვნის.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • ხორვატია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები