Thumbnail

ბოლო ნახევარფინალისტიც გაირკვა - ხორვატიამ რუსეთი დაამარცხა და ინგლისს შეხვდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რუსეთი 2:2 (პენ/3:4) ხორვატია
  • 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდეში (115)

ხორვატიის ნაკრებმა რუსეთის მუნდიალის მეოთხედფინალური მატჩი რუსების წინააღმდეგ ჩაატარა და მასპინძელ ნაკრებს პენალტების სერიაში 3:4 მოუგო, ხოლო ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა.

შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ბურთი ძირითადად ცენტრში ტრიალებდა, თუმცა რუსების ერთ-ერთ, თითქოს უწყინარ შეტევას ჩერიშევის ბრწყინვალე გოლი მოჰყვა. არტემ ძიუბამ, ბურთი საჯარიმოსთან დენის ჩერიშევს გადააწოდა, რომელმაც შორეული დარტყმით მუნდიალზე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.

1:0 ჩერიშევი (31)

რუსეთის გოლის შემდეგ ხორვატებმა მოუმატეს, ერთ-ერთი კონტრ შეტევის დროს იუვენტუსის ფორვარდი - მარიო მანჯუკიჩი მარცხენა ფლანგიდან რუსების საჯარიმოში შეიჭრა, მარტო დარჩენილი ანდრეი კრამარიჩი მონახა და ჰოფენჰაიმის შემტევმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა.

1:1 კრამარიჩი (39)

მეორე ტაიმი ხორვატების უპირატესობით წარიმართა. კარგი მომენტები ჰქონდათ ივან პერიშიჩს და ლუკა მოდრიჩს. ინტერის შმტევმა ბურთი რუსების საჯარიმოში მიიღო და მისი ახლო მანძილიდან დარტყმული ძელს მოხვდა, ხოლო ლუკა მოდრიჩის დარტყმა მცველმა მოიგერია.

60' - პერიშიჩის ძელი

ხორვატების მომენტის გარდა, სახიფათო ეპიზოდები რუსებმაც შექმენს - მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთზე იერუხინმა თავით ითამაშა და კარს ააცილა. ამ ეპიზოდში, არტემ ძიუბა მის ნაცვლად ალბათ გაიტანდა.

71' - იერუხინის თავური

მატჩი ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა. პირველი დამატებითი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ხორვატებმა რამდენიმე მწვავე კონტრ-შეტევა განახორციელეს. ლუკა მოდრიჩმა კუთხური ჩამოაწოდა, მაღალ ბურთზე დომაგოი ვიდამ ითამაშა და ხორვატია წინ გაიყვანა!

1:2 ვიდა (101)

მეორე დამატებითი ტაიმი ხორვატება ინერტულად დაიწყო. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას, ხორვატებმა საკუთარ საჯარიმოსთან ხელით ითამაშეს, სტანდარტი ალან ძაგოევმა ჩამოაწოდა და წარმოშობით პორტუგალიელმა, რუსეთის ნაკრების წევრმა მარიო ფენანდეშმა ანგარიში 115' წუთზე გაათანაბრა.

2:2 ფერნანდეში (115)

ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში, დანიელებთან მატჩის მსგავსად, გადამწყვეტი პენალტი ივან რაკიტიჩმა ზუსტად შეასრულა და ხორვატია ნახევარფინალში გაიყვანა!

პენალტების სერია

საინტერესო ფაქტები

► ანდრეი კრამარიჩი მე-7 ფეხბურთელია ვინც ხორვატიის ნაკრებში ამ მუნდიალზე გოლი გაიტანა. მეტი მეგოლე მხოლოდ ბელგიას ჰყავს - 9.

► დენის ჩერიშევი ერთ მუნდიალზე გოლების რაოდენობით (4) მხოლოდ ოლეგ სალენკოს (1994 წ. - 6 გოლი) ჩამორჩება.

► ხორვატები, აქამდე მუნდიალის მასპინძელს ორჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში დამარცხდნენ - საფრანგეთი 1998 და ბრაზილია 2014.

► ბოლო 5 ასეთ შემთხვევაში მასპინძელი გამარჯვებული გამოდიოდა - 1990-ში იტალია, საფრანგეთი 1998-ში, სამხრეთი კორეა 2002-ში, გერმანია 2006-ში და ბრაზილია - 2014-ში.

► რუსეთს მუნდიალებზე გაშვებული 20 გოლიდან, 14 სტანდარტული სიტუაციიდან აქვს მიღებული!

მატჩის გმირი: დომაგიო ვიდა (ხორვატია)

ბეშიქთაშის მცველმა ნაკრებში თავისი მესამე გოლი გაიტანა. ლევერკუზენის ბაიერის და კიევის დინამოს მცველმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ პენალტის რეალიზებაც მოახერხა და საკუთარ ნაკრებს ნახევარფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

იმედგაცრუება: ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)

მოსკოვის ცსკა-ს შემტევმა, რომელზეც რუსები დიდ იმედებს ამყარებენ, მეოთხედფინალში ხორვატიის ძლიერი ნახევარდაცვის წინააღმდეგ ვერაფერი მოახერხა და ძალიან ინერტული იყო. ახალგაზრდა ნახევარმცველს, მერვედფინალში, არც ესპანეთთან უაქტიურია.

კომენტარები

ბოლო ამბები