Thumbnail

ლა ლიგის პოპულარულობა ეცემა, მიზეზი კატალონიური სეპარატიზმია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლა ლიგაში მაყურებელთა რაოდენობა 3.3%-ით შემცირდა
  • ბარსელონა-ლას პალმასის მატჩზე ნული მაყურებელი იყო

მსოფლიოს უძლიერესი საკლუბო ლიგა, ესპანური ლა ლიგა პოპულარულობას კარგავს - ბოლო სეზონში ჩემპიონატის 20 სტადიონზე ჯამში 318 000 ადამიანით ნაკლები მივიდა, ვიდრე წინა სეზონში.

უცნაურია, მაგრამ ესპანელები ამას კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებით ხსნიან. 2017/18 წლების სეზონში სულ 10 173 142 ადამიანი მივიდა მატჩების სანახავად. კლება არც ისე ბევრია - 3.3%. 
აქედან მეხუთედი მოდის ბარსელონა-ლას პალმასის თამაშზე, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული რეფერენდუმის გამო, უმაყურებლოდ ჩატარდა. 

ბარსელონას "კამპ ნოუს" ყველაზე მეტი მაყურებელი დააკლდა წინა სეზონთან შედარებით -  261 072. შემდეგ მოდის რეალის "სანტიაგო ბერნაბეუ" - 183 018. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები