Thumbnail

ბრეგვაძის სანვულვზი ვარატასთან განადგურდა | 15 ლელო სუპერ რაგბის შეხვედრაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვარატასი 77:25 სანვულვზი
  • ჯაბა ბრეგვაძე ძირითად შემადგენლობაში იყო
  • ავსტრალიელებმა იაპონურ კლუბს 12 ლელო დაუდეს

ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის სანვულვზმა სუპერ რაგბიში მე-15 მატჩი ჩაატარა. იაპონური კლუბი ავსტრალიურ ვარატასს შეხვდა და 52 ქულიანი სხვაობით, 77:25 განადგურდა. ბრეგვაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ხატიაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. ჯაბამ მინდორზე 54 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ის იუსუკე ნივაიმ შეცვალა. ნივაის ტრავმის გამო, ქართველ მორაგბეს მინდორზე დაბრუნება 69-ე წუთზე მოუწია.

პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა - სანვულვზს ტაიმის ბოლოს მორაგბე გაუძევეს, რითიც ვარატასმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მეორე ნახევარი 46 ქულით მოიგო. ავსტრალიელებმა იაპონურ კლუბს 12 ლელო დაუდეს, იაპონელებმა კი მხოლოდ სამჯერ შეძლეს თავის გამოჩენა - ვარატასმა 77:25 მოიგო.

სანვულვზს 15 შეხვედრაში მხოლოდ სამი მოგება აქვს, იაპონელების მეტოქე ბოლო ტურში ავსტრალიური რედსი იქნება.

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულა - ვარატასმა სანვულვზთან 77 ქულა დააგროვა და საკუთარი რეკორდი მოხსნა, რომელიც 2010 წელს ლაიონსთან ჰქონდა დამყარებული, სადაც სამხრეთ აფრიკულ კლუბს 73 ქულა გაუტანა.

ერთ მატჩში ყველაზე მეტი ლელო - ვარატასმა ასევე გააუმჯობესა ლელოების რეკორდიც, წინა რეკორდი იყო 11 ლელო - ავსტრალიელებმა იაპონურ კლუბს 12 ლელო დაუდეს.

ვარატასის მორაგბე, ბერნარდ ფოლი გახდა მე-10 მოთამაშე, რომელმაც სუპერ რაგბიში 900-ქულიან ზღვარს მიაღწია.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები