Thumbnail

მეოთხედფინალში დამარცხებულ ბრაზილიელებს სამშობლოში საშინელი დახვედრა ელით. ბრაზილიური მედია, ფანები ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით კი - "სელესაოს" ლიდერ ნეიმარზე. 

ბელგიის ნაკრებთან წაგების შემდეგ გამწარებული ერთ-ერთი ფანი: "ნეიმარი არ არის ბრაზილიის სახე, რონალდოა ბრაზილია, რომარიო, მაგრამ არა ნეიმარი. არ მიყვარს ნეიმარი, ჩაო ნეიმარ, ჩაო. ის ფეხბურთელი არ არის, ის მოდელია და არა ფერხბურთელი რომარიოსგან, პელესგან, გარინჩასგან განსხვავებით". 

ბრაზილიურმა Globo Esporte-მ მკითხველების გამოკითხვა მოაწყო, თუ რომელი ფეხბურთელების ბრალია ბრაზილიის ცუდი გამოსვლა მუნდიალზე. გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ნეიმარმა საშინლად ითამაშა. ამაზე ცუდი მაჩვენებელი მხოლოდ გაბრიელ ჟეზუშს ჰქონდა, რომლის თამაშიც უარყოფითად 83%-მა შეაფასა. 

ნეიმარი და გუარდადო

ნეიმარს ცუდად შეახსენეს მექსიკის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გამოთქმული ფრაზა. მაშინ მან თქვა - მექსიკელებმა ბევრი ილაპარაკეს და ახლა სახლში მიდიანო. მექსიკის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს გუარდადომ ნეიმარს ეს ფრაზა გაუხსენა - ახლა ვინ მიდის ნეტა სახლში? - ირონილად იკითხა გუარდადომ ინსტაგრამზე ბრაზილიელთა მარცხის შემდეგ. 

NEYMAR'S COMING HOME - ამ ფრაზას ყველაზე ხშირად შეხვდებით სოციალურ მედიაში იმ ფანებისგან, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუხარდათ ნეიმარის გავარდნა მუნდიალიდან. ფეისბუქზე ბელგიის ნაკრების ფანებმა კამპანია წამოიწყეს - დალიე, როცა ნეიმარი გორაობს - Drink when Neymar falls - და ათიათასობით ადამიანიც აიყოლიეს.    

კომენტარები

ბოლო ამბები