Thumbnail
  • რას ამბობენ ბრაზილიელები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში ბელგიასთან მარცხზე
  • ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას ტიტესთან კონტრაქტის გახანაგრძლივება სურს 
  • მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატი გახდა, ნეიმარს კი ისევ დასცინიან

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ბელგიის ნაკრებმა ბრაზილიას ანგარიშით 2:1 მოუგო, კომენტარები გაკეთდა. ბრაზილიელები იმედგაცრუებულნი არიან და ამას არც მალავენ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე კი თავის მომავალზე ლაპარაკს ჯერ თავს არიდებს:

"ეს დიდი მატჩი იყო. გვქონდა ბევრი შესაძლებლობა. ბელგიამ მეტი გაიტანა, თორემ მომენტები ჩვენ არანაკლები გვქონდა. მეტოქე ეფექტური იყო. მთლიანობაში, თამაში შთამბეჭდავი გამოვიდა იმის მიუხედავად, რომ წაგების სიმწარე ვიწვნიეთ. თუკი მოგწონთ კარგი სპექტაკლი, სწორედ ეს იყო. პრაქტიკულად, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს, ჩემს ფეხბურთელებს კი ჰქონდათ ძალა დაეძლიათ გაშვებული ორი გოლის ნეგატიური ფაქტორი

რამდენად შეძლებენ გულშემატკივრები ასეთ შედეგთან შეგუებას და ჩემს მხარდაჭერას მომავალშიც? ქომაგი ხედავს, რაც ხდება. ბევრს ჰგონია, რომ ფანატები ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ ისინი ყველაფერს ხედავენ. იცით, ჩემთვის ძალიან რთულია თქვენთან საუბარი და აქ ყოფნა. ეს ალბათ ყველაზე რთული მომენტია ჩემს 30-წლიან კარიერაში

რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებში ჩემს მომავალს, ამაზე არ ვისაუბრებ. მით უმეტეს, ახლა, 
როდესაც ვნებები ჯერ არ დამცხრალა". 

ტიტეს გაწვრთნილმა ბრაზილიამ ერთ მატჩში ორი გოლი პირველად ბელგიასთან გაუშვა

Globo Esporte იუწყება, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას ტიტესთან კონტრაქტის გახანაგრძლივება სურს. ბელგიასთან წაგების მიუხედავად, 57 წლის სპეციალისტს ახალ 4-წლიან ხელშეკრულებს შესთავაზებენ. ცნობილია, რომ ტიტეს სამწვრთნელო შტაბის წევრთა უმრავლესობას გუნდში საქმიანობის გაგრძელება სურს, თუმცა, თავად მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება უცნობია. მხარეები ყველაფერს ნაკრების ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ განიხილავენ. ტიტეს ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა ჯამში 26 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 2 დათმო.

ფილიპე კოუტინიო (ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი): "ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ჩვენთვის. ვოცნებობდით მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე, დავიხარჯეთ 100 პროცენტით, გუნდიც მზად იყო ამისთვის. გვსურდა ფინალში თამაში. პირველი ტაიმი არ გამოგვივდა? გეთანხმებით. ძალიან ცუდადაც არ გვითამაშია, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეგვეძლო. გასახდელში ერთმანეთი გავამხნევეთ, მეორე ტაიმში კი ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ".

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა პაულინიომ კი თქვა, რომ ეს წაგება უფრო მძიმე გადასატანია, ვიდრე გერმანიასთან 2014 წლის მუნდიალის ½-ფინალში 1:7 განადგურება: "გერმანიის ნაკრებთან 2014 წელს დამარცხება ჩემთვის მძიმე იყო, მაგრამ ბელგიასთან წაგების შემდეგ მუნდიალიდან გამოვარდნა კიდევ უფრო მწარეა. ბოლო წუთებამდე ვიბრძოლეთ და ვჯობდით მეტოქეს".

ბრაზილიელები მუნდიალის მოგებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ შინ ნაადრევად მიდიან

ფირმინო (ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი): "ეს დიდი დარტყმაა ჩვენთვის. ჯერ კიდევ გვიჭირს იმის გააზრება, რა მოხდა და სად დავუშვით შეცდომა. მე ამ შეკითხვებზე პასუხი ჯერ არ მაქვს. შესაძლოა, მოგვიანებით მქონდეს".
 
ნაკრების შედეგსა და ტიტეს მომავალზე აზრი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ბრაზილიელმა რონალდომ გამოთქვა: "ბრაზილიის ნაკრებმა შეძლო თავიდან აეცილებინა წინა მუნდიალის სირცხვილი, მაგრამ გუნდისგან მაინც უფრო მეტს ველოდით. უნდა დავადგინოთ, რატომ ხდება, რომ არცთუ ცუდი თამაშით საშინელ შედეგებს ვიღებთ. ტიტე უნდა დარჩეს. ის არაჩვეულებრივი მწვრთნელია, რომელმაც ფენომენალური სამუშაო ჩაატარა გუნდში. მან ნაკრებში უნდა გააგრძელოს საქმიანობა".

ახლა ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა სანკტ პეტერბურგის სტადიონზე 10 ივლისს ჩატარდება.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა კი იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მხოლოდ ევროპული ნაკრებები შემორჩნენ. "მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატი გახდა", - დაწერა მან ტვიტერში.

პორტუგალიის საგანგებო სიტუაციების ნაციონალურმა ინსტიტუტმა ტვიტერში ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარს დასცინა, რომელსაც მუნდიალზე ბევრი სიმულაციაში ამხელდა. ორგანიზაციამ პარალელი ბრაზილიელი ვარსკვლავის ქცევასა და "112"-ზე განხორციელებულ მოქალაქეთა ცრუ ზარებს შორის გაავლო: "სატელეფონო ნომერ 112-ზე განხორციელებული ზარების 75,8 პროცენტი სინამდვილეში არ უკავშირდება საგანგებო სიტუაციას".

ინტერნეტში ბრაზილია-ბელგიის მატჩსა და ნეიმარის სიმულაციაზე სხვებმაც ბევრი იხალისეს:

ნეიმარის ჰაილაითები მუნდიალზე:

ნეიმარმა ტურნირზე ვარცხნილობა უფრო მეტჯერ შეიცვალა, ვიდრე გოლი გაიტანა:

სამხრეთამერიკელთათვის მუნდიალი დასრულებულია:

ბრაზილიელთა დაცვამ ლუკაკუს ვერაფერი მოუხერხა:

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები