Thumbnail

დევიდ ბექჰემმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეოთხედფინალის წინ სანაძლეო დადეს. ლოს ანჯელეს გალაქსის ფორვარდმა, ყოფილი კალიფორნიელი ინსტაგრამის სურათზე დათაგა და სანაძელო შესთავაზა.

„თუ ინგლისი მოიგებს, ნებისმიერი ადგილას, ნებისმიერ დროს ვახშამი ჩემზეა...“ აცხადებს იბრაჰმოვიჩი. „მაგრამ თუ წააგებს, მაშინ იკეაში ნებისმიერ ნივთს მიყიდი!“

იბრაჰიმოვიჩის შეთავაზებას, ბექჰემიც გამოეხმაურა „თუ ინგლისი წააგებს, პერსონალურად,  წაგიყვან იკეაში და ლოს ანჯელესში, შენი ახალი სახლისთვის ნებისმიერ ნივთს გიყიდი!“

„თუ ინგლისი მოიგებს, მაშინ შემდეგ სახლის თამაშზე, უემბლიზე ჩამოხვალ და მატჩს ინგლისის მაისურში გამოწყობილი დაესწრები!“ ამბობს ბექჰემი.

ზლატანი და ‘ბექზი’ ერთად პარი სენ ჟერმენში თამაშობდნენ, ხოლო მანმდე სანაკრებო და საკლუბო დონეზე ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ.

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები