Thumbnail
  • 7 ივლისი / 18:00 / სამარა / შვედეთი V ინგლისი
  • ძველი მეტოქეების მატჩი მეოთხედფინალში!

გარეტ საუთგეიტის ინგლისის ნაკრები, რუსეთის მუნდიალის მეოთხედფინალში - ფიზიკურად ძლიერ და კარგად ორგანიზებულ შვედეთს შეხვდება. სამარაში გამარჯვებული, ნახევარფინალს ხორვატია - რუსეთის წყვილს შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

შვედები, ნახევარფინალში ბოლოს 1994 წელს იყვნენ, სადაც ჰენრიკ ლარსონის და მარტინ დალინის გუნდი ბრაზილიასთან დამარცხდა; ხოლო ინგლისლებმა, ნახევარფინალური მატჩი ბოლოს 1990 წელს ითამაშეს, სადაც გერმანიასთან პენალტებში წაგებით დაასრულეს ტურნირზე ასპარეზობა.

შვედეთმა, დაძაბულ მერვედფინალში - ემილ ფიორსბერგის გოლით შვეიცარია დაამარცხა, ხოლო ინგლისმა დრამატული შეხვედრა კოლუმბიას პენალტებში მოუგო - ეს იყო ინგლისის მიერ ისტორიაში პირველად მოგებული პენალტების სერია მუნდიალებზე.

სებასტიან ლარსონს დისკვალიფიკაცია აღარ აქვს და თამაში მოუწევს, მაგრამ შვედების დაცვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა - მიკაელ ლუსტიგი მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. „ჩვენ პროგრესი გვაქვს, მაგრამ წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია...“ განაცხადა გარეტ საუთგეიტმა.

ინგლისელები შეუტევენ, ხოლო შვედებს კარგი დაცვის და კონტრ-შეტევების იმედი აქვთ. ორივე გუნდი მერვედფინალში გამოიფიტა, განსაკუთრებით ინგლისელები, რომლებმაც 120 წუთი ითამაშეს.

„ასეთ ბინძურ გუნდთან (კოლუბია) არასოდეს მითამაშაია...“ ამბობს ინგლისელი ჯონ სტოუნსი. „დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ თავი შეგვეკავებინა...“ ინგლისელებს კარგად ახსოვთ 1998 წელი, სადაც დევდ ბექემს ნერვებმა უმტყუნა და მუნდიალი წითელი ბარათით დაასრულა. (ასევე 2006-ში უეინ რუნი)

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

იცოდით?

შვედეთის ნაკრები 1958 წლის მუნდიალზე, ფინლამადე მივიდა, ხოლო სკანდინავიელთა მწვრთნელი ინგლისელი - ჯორჯ რეინორი იყო.

რეინორი შვედური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა მუნდიალის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა დაბალი დივიზიონების გარდა, სამსახური ვერსად მონახა.

ჯორჯ რეინორი

ასევე, შვედეთში ინგლისელები - ბობ ჰაფტონი და როი ჰოჯსონი ძალიან უყვართ. ბობ ჰაფტონმა 1979 წლის ევროპის ჩემპონთა თასის ფინალში მალმიო გაიყვანა, სადაც ბრაიან კლაფის ნოტინგემ ფორესტთან დამარცხდა.

ორი ინგლისელი მეგობრის გამოჩენამ, შვედური ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა და სკანდინავიური თამაში სწრაფი პრესინგის და ზონალური დაცვის რელსებზე გადაიყვანა.

ძველი მტრები!

ინგლისელებს შვედებთან თამაში უჭირთ! 1968-2011 წლებში, შვედების წინააღმდეგ მატჩი არ ჰქონდათ მოგებული - 8 ფრე, 4 წაგება... აქედან ოფიციალურ მატჩებში - 5 ფრე, 2 წაგება. 1968 წლიდან არსებული ცუდი ტრადიცია, ჯერ 2011 წელს ამხანაგურ მატჩში დაირღვა, როდესაც შვედები უემბლიზე გარეტ ბერის გოლით 1:0 დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ ოფიციალურში, სადაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ენდი კეროლის თავურით ინგლისელებმა მატჩი 3:2 მოიგეს. ზოგადი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება - 8 მოგება (ინგლისი), 10 ფრე, 7 მოგება (შვედეთი).

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, გრანქვისტი, აუგუსტინსონი, კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფიორსბერგი, ბერგი, ტოივონენი.

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიე, ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი, სტერლინგი, კეინი.

მსაჯი: ბორნ კიოიპერსი (ნედერლანდები)

კომენტარები

ბოლო ამბები