Thumbnail

ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ის მეკარეა! ზაფხულის ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერი შედგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 40 წლის იტალიელმა მეკარემ პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა
  • ბუფონმა კარგად იცის, რაზე ოცნებობენ ფრანგულ კლუბში და რა სჭირდება მისგან გუნდს

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 40 წლის იტალიელსა და ფრანგულ კლუბს შორის შეთანხმება 1+1 სისტემით გაფორმდა.

პარი სენ-ჟერმენმა ტვიტერში საკმაოდ პათოსური რგოლით გამოაცხადა ლეგენდარული იტალიელი მეკარის პარიზულ კლუბში გადაბარგება.

ჯანლუიჯი ბუფონი სამჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ ტურნირი ვერცერთხელ მოიგო. ამიერიდან მიზნის მიღწევის შანსი მას პსჟ-სა და ნეიმართან ერთად ექნება.

"თავს ბედნიერად ვგრძნობ, პარი სენ-ჟერმენში რომ გადმოვედი. კარიერაში პირველად დავტოვე სამშობლო და მხოლოდ ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც პსჟ-ია, შეეძლო მოეცა ჩემთვის ბიძგი ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის. მადლობელი ვარ კლუბისა და მისი პრეზიდენტის ამ ნდობისთვის.

ვიცი, აქ რაზეც ოცნებობენ. შევეცდები, მივცე გუნდს ენერგია, გამოცდილება და ჟინი, რათა პარი სენ-ჟერმენმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს", - აქვეყნებს მეკარის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

"ამაყი ვართ იმის გამო, რომ ბუფონი პსჟ-ის ოჯახის წევრი გახდა. მას 40 წლის ასაკშიც არ დაუკარგავს თამაშის წყურვილი. გუნდის გულშემატკივრები კლუბში ისეთივე სიყვარულით ეგებებიან, როგორსაც ის იმსახურებს", - თქვა პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

ჯიჯი ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავდა, ტურინულ კლუბს კი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ამ ზაფხულს დაემშვიდობა.

მეკარემ იუვენტუსთან ერთად 11-ჯერ მოიგო სკუდეტო (ორი ჩამოართვეს), იტალიის ნაკრებში კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები