Thumbnail

მეგობრის მხარდასაჭერად  - უმცროსი კლუივერტი რომაში 34 ნომრით ითამაშებს

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ჯასტინმა მეგობრის მხარდამჭერი განცხადებაც გააკეთა
  • 19 წლის კლუივერტი რომაში აიაქსიდან გადავიდა

იტალიური რომას ახალწვეული - ჯასტინ კლუივერტი, ახალ კლუბში 34-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ ჟესტით, უმცროსი კლუივერტი თავის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს - აბდელჰაკ ნურის მხარდაჭერას უცხადებს.

კლუივერტი და ნური აიაქსის ახალგაზრდული გუნდიდან ერთად მოდიან და მეგობრობენ. ისინი ერთად თამაშობდნენ ჰოლანდიის ტიტულოვანი კლუბის პირველ გუნდშიც. ზუსტად 1 წლის წინ, 2017 წლის 8 ივლისს, აიაქსისა და ვერდერის ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას, გულის პრობლემის გამო, ნურიმ მოულოდნელად გონება დაკარგა. რამდენიმე დღიანი გამოკვლევების შემდეგ, ექიმებმა 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება დაუდგინეს. მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

“რატომ 34? ეს აპის ნომერია. ჩემი ლოცვა და ჩემი მაისურის ნომერი შენსკენაა მომართული, ჩემო ძმაო და მეგობარო, რომელმაც ბევრი რამ მასწავლე” -  უთხრა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ჯასტინმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები