Thumbnail

გელოდებით ფინალზე | ფიფა ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილ ბავშვებს მოსკოვში იწვევს

  • ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი საფეხბურთო გუნდის სამაშველო ოპერაცია გრძელდება
  • ჯანი ინფანტინო იმედოვნებს, რომ მუნდიალის ფინალს მათთან ერთად დაესწრება
  • ბავშვების დასახმარებლად მზადყოფნა ამერიკელმა მილიარდელმა ილონ მასკმაც გამოთქვა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, ტაილანდის მღვივეში ჩარჩენილი ბავშვები მიიპატიჟა, რომელთა გამოყვანად სამუშაოები აქამდე მიმდინარეობს.

ტაილანდში საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, 10 დღის შემდეგ კი დაკარგულებს ტჰამ ლუანგის მღვიმეში მიაგნეს. ექსკურსიაზე მყოფი გუნდი მღვიმეში გამომწყვდეული მოულოდნელი წყალდიდობის გამო აღმოჩნდა და მაშველები მათ გამოყვანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მხარდასაჭერი სიტყვები მათ მცირედით მაინც ანუგეშებს და ამ რთულ მომენტში გააძლიერებს. თუკი ჯანმრთელობის მდგომაროება მოგზაურობის საშუალებას მისცემს, ფიფა მათ სიხარულით მიიწვევს მოსკოვში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე. მჯერა, რომ ისინი შეძლებენ ამ თამაშზე ჩვენთან ერთად დასწრებას", - ნათქვამია ჯანი ინფანტინოს მიმართვაში.

მაშველები ბავშვებისთვის ჟანგბადის, საკვებისა და სასმელი წყლის მიწოდებას ყველა საშუალებით ცდილობენ

აღსანიშნავია, რომ მაშველები 10 კმ სიგრძის მღვიმეში ჩარჩენილების გამოსახსნელად ახალი გვირაბის გაყვანის ვარიანტსაც განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი ამერიკელმა მილიარდელმა და კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გამოთქვა. საუბარია Tesla-ს მძლავრი ენერგობატარეებისა და Boring Company-ს საბურღი და წყლის ამოსატუმბი ტექნიკის გამოყენებაზე. მასკი კიდევ ერთ ვარიანტად, გვირაბში ჰაერით სავსე ნეილონის მილის გაყვანას ასახელებს, რისი მეშვეობითაც ბავშვები ზედაპირზე ამოსვლას უსაფრთხოდ შეძლებენ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მოსკოვში 15 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები