Thumbnail

ავთანდილ ხურციძე: ასეთი პირობები ქუთაისში რომ მქონოდა, მეტს მივაღწევდი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ცნობილი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ეხმაურება მისი საპატიმროდან გათავისუფლების სავარაუდო თარიღებს. შეგახსენებთ, რომ ხურციძეს რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება ბრალი და სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ბოლო ინფორმაციით, აშშ-ს სასამართლომ ქართველი მოკრივე რამდენიმე ბრალდებაზე გაამართლა და სასჯელი შეუმსუბუქა. ხურციძის თქმით, ახალი რეალობით, ის ალბათ ერთ წელიწადში დატოვებს საპატიმროს.

ავთანდილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ეხლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი, ანუ არალეგალური თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში. არ არის 0-დან 20, არის 0 და 5. ერთ წელზე მეტი ვზივარ. აქ 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა, გაქაჩე გამოქაჩე კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს. 40 წელი, ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამავრცელებელს ჭკუა აქვს? ენა რომ აქვს, იასნია - კარგი თქვით, რამე ტყუილს რომ ავრცელებთ. ასე რომ კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. 

ყოველდღე 3 საათიან ვარჯიშებს ვატარებ, ასე რომ ავთანდილა ფორმაშია. გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდის ბათქაბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს, სხვა საქმე კი არაფერი. ვარჯიში, ძილი, ჭამა. ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ, გეუბნებით ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს, ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა, ჰა ჰა ჰა” 

კომენტარები

ბოლო ამბები