Thumbnail

4 ცვლილება ჩემპიონთა ლიგაში, ევროპალიგასა და ერთა ლიგაში | სიახლეები უეფასგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ ოფიციალურ საიტზე ფეხბურთის წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ გამოაცხადა
  • მთავარი სიახლეები მატჩში ცვლილებისა და სათადარიგო ფეხბურთელთა რაოდენობას ეხება
  • ამიერიდან ტექნიკურ ზონაში მობილურისა თუ სმარტფონის გამოყენებაც შეიძლება 

უეფამ ოფიციალურ საიტზე ფეხბურთის წესებში სიახლეების შეტანის შესახებ გამოაცხადა, რაც ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირებზე ამიერიდან გავრცელდება. ცვლილებები სანქცირებულია ფეხბურთის წესების მარეგულირებელი ორგანოს - ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორის საბჭოს (IFAB) მიერ და ის ეხება მატჩში ცვლილებების რაოდენობას, დამატებით დროში დამატებით ცვლილებას, მატჩის განაცხადში სათადარიგოთა მაქსიმალურ რაოდენობას, დამატებითი ტექნიკური სავარძლების რაოდენობასა და ადგილმდებარეობას და ასევე, ტექნიკურ ზონაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესს.

მთავარი სიახლე ისაა, რომ 2018/19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში, ევროპალიგაში, ევროპის სუპერთასზე, ერთა ლიგასა და სხვა ტურნირებში, გუნდებს დამატებით ტაიმებში მეოთხე ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. 

შეგახსენებთ, რომ მეოთხე ცვლილების წესი მანამდე ფიფამ დანერგა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ის პირველად მიმდინარე მუნდიალზე, რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებების ⅛-ფინალურ მატჩში გამოიყენეს. 

► ახალი ჩემპიონთა ლიგა | ამბავი ყველაფერზე რაც ვარსკვლავური სფეროს ირგვლივ ბრუნავს

მეოთხე ცვლილება დამატებით დროში

ძირითად დროში გუნდებს კვლავაც მაქსიმუმ სამი ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ, თუკი მატჩი დამატებით დროში გადავა, გუნდებს ერთი დამატებითი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ უეფას ამ ტურნირებში:

  • უეფას ჩემპიონთა ლიგა 2018/19
  • უეფას ევროპალიგა 2018/19
  • უეფას სუპერთასი 2018
  • უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა 2018/19
  • ევროპის ჩემპიონატი 2018-20
  • ევროპის ქალთა ჩემპიონატი 2019-21
  • უეფას რეგიონთა თასი 2018/19

მეოთხე ცვლილება ასევე დაიშვება ამ ტურნირებში:

  • უეფას ერთა ლიგა 2018/19 (ფინალური სტადია)
  • მსოფლიოს 2019 წლის ქალთა ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო (პირველი და მეორე პლეი ოფი)
  • ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2017-19 (პლეი ოფი, ნახევარფინალები, ფინალი და მატჩი ოლიმპიადის ფინალური ტურნირის საგზურისთვის).
  • 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი 2017/18 (ნახევარფინალები და ფინალი)
  • 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2017/18 (ნახევარფინალები, ფინალი და მატჩი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზურისთვის)

თუკი გუნდი ძირითად დროში სამ ცვლილებაზე ნაკლებს განახორციელებს, არ დაკარგავს გამოუყენებელი ცვლილების დამატებით დროში გაკეთების შესაძლობლობას.

უეფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიფას მეოთხე ცვლილების წესი მოიწონა

სათადარიგოთა რაოდენობა მატჩის განაცხადში

უეფას მომავალი ტურნირები, რომლებშიც გუნდებს მატჩის განაცხადში 12 სათადარიგო მოთამაშის შეყვანა შეეძლებათ: 

  • უეფას სუპერთასი 2018
  • ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2017-19 (ფინალური ტურნირი)
  • უეფას ერთა ლიგა 2018/19 (ყველა მატჩი)
  • ევროპის ჩემპიონატი 2018-20 (ყველა მატჩი)
  • ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2019-21 (ფინალური ტურნირი)

უეფას მომავალი ტურნირები, რომლებშიც გუნდებს მატჩის განაცხადში 9 სათადარიგო მოთამაშის შეყვანა შეეძლებათ:

  • უეფას რეგიონთა თასი 2018/19 (ფინალური ტურნირი)
  • 19-წლამდელთა ევროპის ჩემპოინატი 2018/19 (ყველა მატჩი)
  • 17-წლამდელთა ევროპის ჩემპონატი 2018/19 (ყველა მატჩი)
  • 19 წლამდე გოგონა ევროპის ჩემპიონატი 2018/19 (ყველა მატჩი)
  • 17 წლამდე გოგონა ევროპის ჩემპიონატი 2018/19 (ყველა მატჩი)

უეფას მომავალი ტურნირები, რომლებშიც გუნდებს მატჩის განაცხადში 7 სათადარიგო მოთამაშის შეყვანა შეეძლებათ:

  • უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა 2018/19
  • უეფას ჭაბუკთა ლიგა 2018/19
  • ქალთა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო 
  • ქალთა ევროპის ჩემპიონატი 2019-21 (საკვალიფიკაციო და პლეი ოფი)
  • ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2017-19 (საკვალიფიკაციო და პლეი ოფი)
  • უეფას ჩემპიონთა ლიგა 2018/19 - ყველა რაუნდი, გარდა ფინალისა, სადაც დაშვებულია 12 სათადარიგო.
  • უეფას ევროპალიგა 2018/19 - ყველა რაუნდი, გარდა ფინალისა, სადაც დაშვებულია 12 სათადარიგო.
  • უეფას რეგიონთა თასი 2018/19 (საკვალიფიკაციო)

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება

ცვლილების თანახმად, რომელიც უეფას ტურნირებში უმალ ამოქმედდება, გუნდების ოფიციალურ წარმომადგენლებს შეეძლებათ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით ნებისმიერი ფორმით ისარგებლონ, თუკი ეს პირდაპირ არ ეხება ფეხბურთელების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ან ტაქტიკურ-სამწვრთნელო ასპექტებს.

ოღონდ, ნებადართულია მხოლოდ მცირე ზომის, მობილური, პორტატული მოწყობილობები (მაგალითად, მიკროფონი, ყურსასმენი, მობილური ტელეფონი ან სმარტფონი, სმარტ-საათი, ლეპტოპი). იმ მოწყობილობების გამოყენებას, რომელიც ნებადართული არაა, ასევე შეუსაბამო ქცევას, ტექნიკური ზონიდან გუნდის ოფიციალური წარმომადგენლის გაძევება მოყვება.

კომენტარები

ბოლო ამბები