Thumbnail

დანილოსთვის მუნდიალი დასრულდა | ბრაზილიის ნაკრებს მცველი საბოლოოდ გამოაკლდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის მცველი კოჭის ტრავმის მოშუშებას მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე ვერ მოასწრებს
  • დანილომ რუსეთში მიმდინარე ტურნირში მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა

ბრაზილიის ნაკრების მცველი დანილო თავის გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იუწყება, რომლის ცნობით, ფეხბურთელი მაინც ბოლომდე ნაკრების განკარგულებაში დარჩება.

დანილო ვერ ასწრებს მარცხენა კოჭის ტრავმის მოშუშებას, რომელიც მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკასთან მატჩის (2:0) წინ ვარჯიშზე მიიღო.

მანჩესტერ სიტის 26 წლის ბრაზილიელმა მცველმა ტურნირში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა - შვეიცარიასთან (1:1).

დღეს ბრაზილიის ნაკრები 1/4 -ფინალში ბელგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ყაზანში, “ყაზან არენაზე”, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემიონატი, რომელსაც რუსეთის 11 ქალაქი მასპინძლობს, 15 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები