Thumbnail

BREAKING: ცსკა ბასკონიას შენგელიას სანაცვლოდ შოკისმომგვრელი წინადადებით მიმართავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თორნიკე შენგელიას გადაბირება მოსკოვის ცსკა-ს სურს
  • ქართველი კალათბურთელი LG Aegean Ball Festival-ზე ითამაშებს

sport 24.gr-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, თორნიკე შენგელიას დამატება მოსკოვის ცსკა-ს სურს. შენგელია ბასკონიას ლიდერია, ის ბასკეთში თავს კარგად გრძნობს და ხანგრძლივი კონტრაქტიც გააჩნია, მაგრამ წყარო ამტკიცებს, რომ რუსები ისეთ შეთავაზებას აპირებენ, რომ ბასკონიას ხელმძღვანელობა აუცილებლად დაფიქრდება. 

ინფორმაციის თანახმად, რუსულ კლუბს უკვე დიდი ხანია სურს, ხელში ჩაიგდოს ქართველი კალათბურთელი. შეგახსენებთ, რომ ცსკა ევროლიგის ფინალურ ოთხეულში გავიდა.

თორნიკე შენგელიას საუკეთესო სეზონი ჰქონდა - ის ესპანეთის ჩემპიონატში 16.1 ქულასა და 5.5 მოხსნას აკეთებდა, ევროლიგაზე - 13.7 ქულასა და 6.1 მოხსნას. 

წყარო ბერძნულია და სხვათა შორის, თორნიკე ამჟამად საბერძნეთში იმყოფება 3x3-ზე კალათბურთში ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

შენგელია და 3x3  კალათბურთი

თორნიკე შენგელია 3x3-ზე კალათბურთში საბერძნეთის ყველაზე პოპულარულ ტურნირში - LG Aegean Ball Festival-ზე ითამაშებს. ეს ამ ტურნირის ყველაზე დიდი სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ბასკონიას სუპერვარსკვლავმა და ევროლიგის პირველი ხუთეულის წევრმა თანხმობა განაცხადა ტურნირში მონაწილეობაზე. ამ ტურნირში უთამაშიათ ბოგდან ბოგდანოვიჩსა და კაილ ჰაინსს. ახლა კი ფესტივალი მესამედ იმართება და მისი მთავარი ვარსკვლავი შენგელია იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები