Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდომ ტურინში სახლი უკვე შეარჩია
  • იუვენტუსს სურს, ტრანსფერი 7 ივლისს განხორციელდეს

"ეს იქნება იტალიურ ფეხბურთში საუკუნის ტრანსფერი", - წერს მოწინავე ესპანური გაზეთი "მარკა". მართლაც, ტრანსფერი, რომელსაც თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ნელნელა ძალიან რეალური ხდება. 

სამაგალითოდ, ლუჩანო მოჯის სიტყვებს მოვიყვანთ - მას ჯერ სასაცილოდ არ ჰყოფნიდა რონალდოს სავარაუდო ტრანსფერი იუვენტუსში, შემდეგ კი იუვეს ექს-ბოსმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ტრანსფერი უკვე შედგა, კრიშტიანომ მიუნხენში სამედიცინო შემოწმებაც გაიარაო.

Sport Mediaset წერს, რომ იუვენტუსის გენერალური მენეჯერი და სპორტული დირექტორი მადრიდში ჩაფრინდებიან მოსალაპარაკებლად. იტალიელებს სურთ, რაც შეიძლება მალე გაიფორმონ 33 წლის პორტუგალიელი - უფრო კონკრეტულად, შაბათს.

ამას წინ უძღოდა ჟორჟე მენდეშისა და ფლორენტინო პერესის შეხვედრდა. მენდეში რონალდოს აგენტია, ამ შეხვედრაზე საბოლოდ დაესვა წერტილი რონალდოს კარიერას რეალში - ამტკიცებს დიარიო AS.

იმავე გამოცემის მიხედვით, კრიშტიანომ ტურინთან ვილა უკვე შეარჩია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მედიის თქმით კრიშტიანოსთან 4-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 30 მილიონი ევროთი, პორტუგალიელთან უკვე შეთანხმებულია. ასევე თანახმაა რეალი თავისის სუპერვარსკვლავი 100 (თუ 120) მილიონ ევროდ გაუშვას, მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა. 

კომენტარები

ბოლო ამბები