Thumbnail

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა: ტატიშვილის მეტოქეები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის და მეინ რაუნდის წილისყრა. ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებსაც საქართველოს ფუტსალის ჩემპიონი, ტატიშვილი დაუპირისპირდება.

შესარჩევ ეტაპზე 9 ჯგუფია, აქედან 7 ოთხ-გუნდიანი, ხოლო 2 სამ-გუნდიანი. ტატიშვილი სამ-გუნდიან ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მოლდოვურ გუნდს, კიშინოვის დინამოს და შვეიცარიულ ლა შაუხს დაუპირისპირდება. მატჩები 28 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მოლდოვაში გაიმართება. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გადის.

თუ ტატიშვილი გადალახავს პირველ ეტაპს, მეინ რაუნდის მე-6 ჯგუფში მოხვდება, სადაც ყაზახურ აქტობეს, ხორვატულ მაკარსკას და შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის გამარჯვებულს გაუწევს კონკურენციას. B ჯგუფში ფინური დინამო, ნორვეგიული სანდერფორდი, ანდორული ენკამპი და ავსტრიული ნოიშტადი იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები