Thumbnail

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთმა წააგო, ანტიფეხბურთმა გაიმარჯვა - დელ ბოსკე

  • ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ესპანელთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს
  • ესპანეთის ნაკრებს დელ ბოსკე 2008-2016 წლებში ხელმძღვანელობდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა - ვისენტე დელ ბოსკემ  მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე “ფურია როხას” გამოსვლა შეაფასა.

“ვერ ვიტყვით, რომ ესპანეთმა კარგი ტურნირი ჩაატარა, მაგრამ ისეთი ცუდიც არ ყოფილა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. გვქონდა კარგი მომენტები და არ შეიძლება მათ მიმართ ასეთი სასტიკები ვიყოთ. გავიგე, ვიღაცეები ამბობენ, რომ ჩვენ გასულელებულები დავრჩით, თუმცა, ვფიქრობ, ეს ძალიან ხმამაღალი სიტყვებია. დიახ, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მართალია, მაგრამ ეს არასაკმარისია, რომ ასე ვთვლიდეთ. იეროს განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან. არადა, მან მხოლოდ 4 მატჩზე იმუშავა და რეალურად, ფედერაციაში დიდი სამუშაო გასწია.

რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში ჩვენ შეცდომები დავუშვით, მაგრამ მუნდიალის პირველ მატჩში, პორტუგალიასთან ჩვენ ბრწყინვალედ ვითამაშეთ და რუსეთთან შეხვედრაშიც ვდომინირებდით. გოლი იმიტომ ვერ გავიტანეთ, რომ არ გვეყო შესაძლებლობები რუსების მრავალრიცხოვანი დაცვა გაგვერღვია. მე მჯერა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გაიაზრებენ, რეალურად რა შეუძლიათ. ანტიფეხბურთმა გაიმარჯვა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთმა წააგო” - ამბობს ტიტულოვანი მწვრთნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები