- 6 ივლისი / 22:00 / ყაზანი / ბრაზილია V ბელგია
- რეკორდსმენების მატჩი რუსეთის სპორტულ დედაქალაქში!
ბელგილებს, ბრაზილიასთან ფავორიტად არავინ თვლის, თუმცა ევროპელებს მატჩის წინ მშვენიერი სტატისტიკა აქვთ - 23 მატჩია არ დამარცხებულან, ბოლოს 2016 წელს ესპანეთთან წააგეს. რუსეთში, ურუგვაისთან ერთად იმ 2 გუნდს წარმოადგენენ, რომლებმაც მიმდინარე ჩემპიონატზე ოთხივე მატჩი მოიგეს, სადაც 12 გოლის გატანა შეძლეს.
თუმცა ბრაზილიელთა დაცვითი სტატისტიკა, ბელგიის ბრწყინვალე შეტევით მაჩვენებლებს არ ჩამოუვარდება - მიმდინარე მუნდიალის მანძილზე, ბრაზილიას კარში მხოლოდ 5-ჯერ დაურტყეს, ხოლო ტიტეს გუნდს ბოლო 12 მატჩი სულ 2 გოლი აქვს გაშვებული.

მუნდიალის პლეი-ოფის ფაზაში, ბელგილების რეკორდი სამხრეთ ამერიკელების წინააღმდეგ არც ისე სახარბიელოა, კონმებოლის გუნდთან არცერთხელ მოუგიათ, ბოლოს 2014-ში არგენტინასთან დამარცხდნენ, ასევე ბრაზილიასთანაც წაგებული აქვთ, როდესაც 2002 წელს რობერ ვასეჟის გუნდი მერვედფინალში 2:0 დამარცხდა.
„ბაზილიას ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს...“ ამბობს ვინსენ კომპანი. „მაგრამ მათი ძლიერი მხარე კოლექტიური თამაში და გუნდურობა მგონია. ნერვებს არ უნდა ავყვეთ და სტრესს უნდა გავუძლოთ, ეს ასეთ მატჩებში გადამწვეტია!“
საინტერესო ფაქტები
► ბელგია მეოთხედფინალში პირველად გავიდა, 32 წლის შემდეგ!
► რომელუ ლუკაკუს მიმდინარე მუნდიალზე 4 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ინგლისელთა კაპიტანს და ლიდერს - ჰარი კეინს ჩამორჩება, რომელმაც მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
► ბელგიელთა სიმაღლის საშუალო მაჩვენებელი, ბრაზილიას 6 სანტიმეტრით აღემატება. რაც მათ უპირატესობას ანიჭებს, ყველამ ვნახეთ იაპონიასთან როგორ შეუძლიათ ბელგიელებს თავით თამაში.
► 1994 წლიდან დღემდე, ბრაზილია ყოველთვის მეოთხედფინალშია, აქედან სამჯერ ‘სელესაო ფინალში გავიდა - 1994, 1998 და 2002 წლებში.
ტიტეს რეკორდი!
ტიტეს ბრაზილია რიცხვებში - 25 მატჩი, 20 მოგება, 19 მშრალად შენახული კარი, 54 გატანილი, 6 გაშვებული...

სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია: ალისონი, ფანგერი, სილვა, მირანდა, ფელიპე ლუისი/მარსელო, ფერნანდინო, პაულინიო, ვილიანი, კოუტინიო, ნეიმარი, ჟეზუში.
ბელგია: კურტუა, ვერტონგენი, კომპანი, ალდრევეირელდი, ვიცელი, დე ბრუინე, შადლი, მუნიე, ფელაინი, აზარი, ლუკაკუ.
მატჩს გამოტოვებს: კაზემირო (ბრაზილია)
ბარათის შემთხვევაში ნახევარფინალს გამოტოვებენ: ტომას მუნიე, იან ვერტონგენი, კევინ დე ბრუინე, იური ტიელმანსი, ლენდერ დენდონკერი (ყველა ბელგია); ნეიმარი, ფილიპე კოუტინიო (ორივე ბრაზილია).
კომენტარები