Thumbnail
  • 29 წლის თავდამსხმელმა დინამოსთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა
  • ბოლოს, დანიურ სილკებორგში თამაშობდა

თბილისის დინამოში მატებაა. ყველაზე ტიტულოვან ქართულ გუნდს 29 წლის თავდამსხმელი, მათე ვაწაძე დაუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას დინამოს ვებგვერდი ავრცელებს.

ვაწაძე თბილისის დინამოში 2005-2010 წლებში ასპარეზობდა. ამ პერიოდში, საქართველოს ჩემპიონატის 68 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 32 გოლი გაიტანა. დინამოს შემდეგ, ვაწაძემ არაერთი გუნდი გამოიცვალა, როგორც ქართული, ისე უცხოური. თამაშობდა გორის დილაში, თბილისის ლოკომოტივში, ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგაში, დანიურ ორჰუსში, ვიბორგში და ბოლოს, სილკებორგში.

მათე ვაწაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი. მათემ დინამოსთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები