Thumbnail
  • განაცხადში სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი არიან
  • გოგა ბითაძე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ვერ დაეხმარება

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება. შეკრების ფარგლებში, ნაკრები ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 6 ივლისს U20 ესტონეთთან, ხოლო 7 და 9 ივლისს U20 ლატვიის ნაკრებთან.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი ლატვიაში 11 კალათბურთელით გაემგზავრა, სადაც გუნდს მე-12 მოთამაშე, 17 წლის რატი ანდრონიკაშვილი შეუერთდება, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში გოგა ბითაძის გამოძახებაც იგეგმებოდა, მაგრამ ის განაცხადში არაა. არაოფიციალური ინფორმაციით, 18 წლის ქართველი ცენტრი NBA-ს საზაფხულო ლიგაზე გაემგზავრება და სწორედ ამ მიზეზით დააკლდება ნაკრებს.

გოგა ბითაძე U20 საქართველოს ნაკრებს დააკლდება

საქართველოს ნაკრები ლატვიიდან ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრება, სადაც 13-22 ივლისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გაიმართება. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს A დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას. 

U20 საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დავით აფხაზავა (თსუ-ჰიუნდაი), რატი ანდრონიკაშვილი (ბასკონი, ესპანეთი), ლევან ბაბილოძე (სან სერვო, იტალია), ვლადიმერ ალავიძე (ზაზას აკადემია), ნიკა ჩეჩელაშვილი (სეინთს ანტონი, აშშ), ნიკა ლოლიშვილი (თსუ-ჰიუნდაი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ-ჰიუნდაი), ვახტანგ გაფრინდაშვილი (ზაზას აკადემია), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი, აშშ), ლადო ფურცხვანიძე (უესტ უოკსი, აშშ), გიორგი კორსანტია (თსუ-ჰიუნდაი)

კომენტარები

ბოლო ამბები