Thumbnail

რაც დავიმსახურეთ, ის მივიღეთ - ფედერერი შვეიცარიის ნაკრებზე

  • ჩოგბურთელი მუნდიალზე შვეიცარიელთა წაგებამ ძალიან გაანაწყენა
  • შვეიცარიის ნაკრები მერვეედფინალში შვედებთან დამარცხდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში, შვეიცარიის ნაკრების შვედეთთან მარცხზე კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ როჯერს უიმბლდონზე ჰკითხეს, სადაც ის 2 ივლისიდან ასპარეზობს.

“რა თქმა უნდა, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ჩვენი გუნდისგან აშკარად მეტს ველოდი. ფლეი-ოფში ყველა მატჩის სათამაშოდ ისე უნდა გახვიდე, თითქოს ის ბოლოა. შვედებმა მეტი მომენტი შექმნეს და მე მჯერა, რომ ის გუნდი იგებს, რომელიც მეტს უტევს. შეიძლება ითქვას, რომ რაც დავიმსახურეთ, ის მივიღეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თამაშის წინ სათანადოდ იყო განწყობილი. ის, რომ წინა მატჩი წარმატებით ჩაატარე, არაფრის გარანტია არაა. შენ კარგი ხარ იმდენად, რამდენადაც კარგად თამაშობ მოცემულ მომენტში. ჩემი კარიერის მანძილზე, ეს ძალიან კარგად ვისწავლე” - ციტირებს როჯერს უიმბლდონის პრესსამსახური.

კომენტარები

ბოლო ამბები