Thumbnail
  • 31 წლის ურუგვაელმა პორტუგალიასთან მიღებული ტრავმა ვერ მოიშუშა
  • თავდამსხმელს ტკივილები ისევ აწუხებს, რის გამოც გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს
  • არის მცირე შანსი, რომ კავანი შეცვლაზე მაინც ითამაშოს

ურუგვაის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ¼-ფინალური მატჩის წინ, ექიმებისგან უსიამოვნო ამბავი შეიტყო - დიდი ალბათობით, საფრანგეთის ნაკრებთან თამაშს ვერ შეძლებს ედინსონ კავანი.

31 წლის თავდამსხმელმა ტრავმა მუნდიალის ⅛ ფინალში, პორტუგალიასთან შეხვედრაში მიიღო, რომელიც ურუგვაის ნაკრებმა მისი დუბლის წყალობით მოიგო - 2:1. იმ მატჩში კავანიმ ტრავმა მიიღო და მოედანი 74-ე წუთზე დატოვა.

სუარესი - კავანის საოცარი კომბინაცია პორტუგალიასთან

მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევამ მარცხენა ფეხზე კუნთის მცირე დაზიანება გამოავლინა, მაგრამ როგორც L'Equipe იუწყება, პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელს ტკივილი 72-საათიანი დასვენების შემდეგაც აწუხებდა.

კავანი ამ დღეების განმავლობაში ვერც ვარჯიშობდა, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ საფრანგეთთან შეხვედრაში ურუგვაის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.

Ovación-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა ედინსონ კავანის შეცვლაზე თამაშიც, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ამასთან, თუკი ოსკარ ტაბარესის გუნდი საფრანგეთის ნაკრების ბარიერს დაძლევს, კავანი ნახევარფინალისთვის უკვე მზადყოფნაში იქნება.

ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებების ¼-ფინალური დაპირისპირდება ნიჟნი ნოვგოროდში 6 ივლისს ჩატარდება.

ედინსონ კავანიმ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ჩატარებულ ოთხ თამაშში სამი გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები