Thumbnail
  • კოლუმბიაში ფეხბურთელებს ინგლისთან გაცუდებული პენალტებს არ პატიობენ
  • კარლოს ბაკას და მატეუს ურიბეს ურჩევენ, სამშლობლოში სულ არ დაბრუნდნენ
  • კოლუმბიაში ასეთ მუქარას ბოროტ ხუმრობად არავინ აღიქვამს

კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელს კარლოს ბაკასა და გუნდის ნახევარმცველს მატეუს ურიბეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ⅛-ფინალში ინგლისთან დამარცხების შემდეგ, მოკვლით ემუქრებიან.

მოსკოვში ჩატარებული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერია კი ინგლისელებმა უკეთესად შეასრულეს (4:3) და ¼-ფინალში გავიდნენ. 11-მეტრიანი ნიშნულიდან კოლუმბიელთაგან გატანა სწორედ ურიბემ და ბაკამ ვერ შეძლეს. პირველმა ბურთი ხარიხას მოარტყა, მეორეს კი ინგლისელთა მეკარემ ჯორდან პიკფორდმა აუღო.

როგორც ბრიტანული Daily Mail იუწყება, მატჩის დასრულებისთანავე ფეხბურთელებს სოცქსელებში მოკვლით დაემუქრნენ და ურჩიეს, კოლუმბიაში დაბრუნებაზე აღარც იფიქრონ.

აღსანიშნავია, რომ იაპონიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩის (1:2) შემდეგ მუქარა მიიღო კოლუბმიის ნაკრების ნახევარმცველმა კარლოს სანჩესმაც, რომლის გამოც გუნდი უკვე მესამე წუთზე კაცნაკლული დარჩა და პენალტით დაისაჯა. პოლიციამ ამ საქმეზე გამოძიებაც დაიწო.

მსგავსი ტიპის მუქარებს კოლუმბიაში ბოროტ ხუმრობად არავინ აღიქვამს. ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელი ანდრეს ესკობარი, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე, აშშ-ისთან მატჩში (1:2) გატანილი ავტოგოლის გამო, სამშობლოში დაცხრილეს. მკვლელს, რომელიც ყოველ გასროლაზე იძახდა "გოლ!", 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 11 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები