Thumbnail
  • ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა მშვენიერ ხასიათზეა
  • საგანგებოდ ამ მატჩისთვის, რუსეთში ხორვატიის პრეზიდენტი ჩავა

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - დავორ შუკერი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალების მოლოდინშია. ბოლო წყვილი, რომელთაგან ერთი გუნდი მუნდიალის ნახევარფინალისტი გახდება, რუსეთი V ხორვატიაა.

“ხორვატიის დღევანდელი ნაკრები არაჩვეულებრივადაა მომზადებული. ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა, მაგრამ ეს ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და ნებისმიერი ყაიდის გუნდთან შეუძლია თამაში. არ მინდა ახლა მომავლის წინასწარმეტყველება და პროგნოზები კეთება; უბრალოდ გეტყვით, რომ ხორვატიის ნაკრები კარგ ფეხბურთს აჩვენებს.

რუსეთის ნაკრების ესპანეთთან გამარჯვების გასაღები იმ სწორ ტაქტიკასა და სტრატეგიაშია, რომელიც მათმა სამწვრთნელო შტაბმა აირჩია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მუნდიალზე რუსეთი მასპინძელია და ამ შემთხვევაში, კედლებიც კი მათი მხარდამჭერია. გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში და ემოციური ძალა მაძლევს საშუალებას, რუსეთის ნაკრებთან ჩვენი შანსი 50/50 შევაფასო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სოჭში ვინც უფრო მეტს ირბენს, ის მოიგებს” - განაცხადა შუკერმა რუსულ მედიასთან საუბარში.

კომენტარები

ბოლო ამბები