Thumbnail

ლეგიონერები ჩელენჯ ქაფზე - გამარჯვება მხოლოდ ბორდომ შეძლო

  • კონახტმა ქართველების ბრივი გაანადგურა
  • ლომიძეს ჟვანიამ და მელიქიძემ აჯობა
  • მატარაძის ლიონმა ტულუზს მოუგო

ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურში,  ქართველი ლეგიონერების კლუბებმა მორიგი მატჩები გამართეს.  

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის და სოსო ბეკოშვილის ბრივი ირლანდიურ კონახტთან განადგურდა. ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ასიეშვილმა მიიღო, რომელიც მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა. კონახტმა ბრივს 6 ლელო დაუდო და 55:10 დაამარცხა. ბრივს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ უორჩესტრს ხუთი ქულით ჩამორჩება.

ლაშა ლომიძის ლონდონ აირიში საკუთარ მოედანზე ბორდოსთან 20:26 დამარცხდა. ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი გაატარა მინდორზე. რაც შეეხებათ ბორდოს ქართველ ლეგიონერებს, ზურა ჟვანია მეოთხე წუთზე შემოვიდა მინდორზე, ბორდოს მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვილების გაკეთება მოუწია. გიორგი მელიქიძე მინდორზე 51-ე წუთზე გამოჩნდა. პირველი წაგებული ტაიმის შემდეგ, სტად ფრანსემ მატჩის შემობრუნება შეძლო და აქტივში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჩაიწერა.

ფრანგული კლუბი მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილზეა. ლონდონ აირიში მესამე ადგილს იკავებს, ლომიძის კლუბი ჩელენჯ ქაფის ბოლო ტურის შეხვედრას თბილისში გამართავს, მათი მეტოქე რუსული კრასნი იარი იქნება.

კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა ფრანგულ დაპირისპირებაში მოიგო. თორნიკე მატარაძის ლიონმა ტულუზს 21:11 სძლია. მატარაძე მინდორზე 54-ე წუთზე გამოჩნდა.

ამ გამარჯვებით ლიონმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ტულუზს ერთი ქულით გაასწრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები