Thumbnail
  • რეალი კილიან მბაპეს სანაცვლოდ 272 მილიონს გადაიხდის?
  • 'სამეფო კლუბის' ოფიციალური განცხადება

მას მერე, რაც კრიშტიანო რონალდოს სავარაუდო ტრანსფერი იტალიურ იუვენტუსში საკმაოდ რეალური გახდა, მის შემცვლელად მადრიდულ კლუბში მედიამ კილიან მბაპე დაასახელა.

ფრანგი ჟურნალისტის, ბაპტისტ რიპარის ექსკლუზიური ინფორმაციით, რეალი პარი სენ-ჟერმენს ახალგაზრდა ვარსკვლავის ტრანსფერზე შეუთანხმდა - რეალი მსოფლიოს რეკორდს გადაიხდის, 272 მილიონ ევროს, ოღონდ ამ თანხას ოთხ ეტაპად გადაიხდის. 

"სამეფო კლუბი" უმალ გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და ოფიციალური განცხადებით უარყო ის: "ბოლო საათებში მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, რეალ მადრიდი პარი სენ-ჟერმენს კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეუთანხმდა. უნდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე სიცრუეა. რეალს არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია პსჟ-ისთვის და გმობს მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებას". 

კომენტარები

ბოლო ამბები