Thumbnail

ისლანდიელი რეჟისორი, რომელმაც მუნდიალზე მესის პენალტი აუღო, ყარაბაღში გადავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • აზერბაიჯანის ჩემპიონმა ყარაბაღმა ჰანეს ჰალდოურსონი გაიფორმა
  • ჰანეს ჰალდოურსონმა მუნდიალზე ლიონელ მესის პენალტი მოიგერია

მუნდიალის დებიუტანტმა ისლანდიამ ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა. მის გამოსვლას წარმატებულს ვერ დავარქმევთ, რადგან ჯგუფში მხოლოდ ქულა მოაგროვა, მაგრამ არგენტინის ნაკრებთან ფრით გუნდმა საყოველთაო სიმპათია მოიპოვა. იმ თამაშის გმირი მეკარე ჰანეს ჰალდოურსონი იყო, რომელმაც 64-ე წუთზე პენალტი ლეო მესის აუღო. 

ჰალდოურსონმა მესის პენალტი აუღო

ახლა კი ჰანეს ჰალდოურსონი აზერბაიჯანის ჩემპიონ ყარაბაღის მოთამაშეა. აზერბაიჯანული მხარე დანიურ რანდერსს შეუთანხმდა და 34 წლის გოლკიპერი დაიმატა. ჰალდოურსონს ისლანდიის ნაკრებში 52 მატჩი აქვს გამართული. ამ ტრანსფერამდე ყარაბაღი ბოსნიელ მეკარე იბარჰიმ შეჰიჩს გამოეთხოვა. 

დღეიდან ის ყარაბაღის მეკარეა

ჰალდოურსონი ავსტრიაში მყოფ ყარაბაღს შეუერთდა და წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. მასთან კონტრაქტი ერთი სეზონით გააფორმეს. შეგახსენებთ, რომ დანიურ რანდერსში ჰალდოურსონი საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები