Thumbnail

ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქეს - მას 40-წლიანი პატიმრობა ელოდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ხურციძე ნარკოტიკების და იარაღით ვაჭრობის, ასევე საბუთების გაყალბების საქმეში გამართლდა
  • ახლა მას ბრალი რეკეტსა და გემბლინგში ედება

ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ მას სასჯელი შეუმსუბუქა და შესაძლოა, ის დაახლოებით ერთ წელიწადში გაათავისუფლონ.

ავთანდილ ხურციძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი, მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ, 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა, აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ...ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა .ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი..."

ავთანდილ ხურციძე ამერიკაში 2017 წლის ივლისში დააკავეს. ქართველ მოკრივეს ბრალი ედება რუსული კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში. ივნისში სასამართლომ ხურციძე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 3 ივლისს, სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება და ქართველი მოკრივე ნარკოტიკების და იარაღით ვაჭრობის, ასევე საბუთების გაყალბების საქმეში გაამართლა.

კომენტარები

ბოლო ამბები