Thumbnail
  • ნაპოლიმ სტუმრად ტორინო დაამარცხა და პირველი ადგილი დაიბრუნა.
  • მარეკ ჰამშიკი კლუბის ყველა დროის ბომბარდირ დიეგო მარადონას დაეწია.
  • მაურიციო სარის გუნდმა მინი-კრიზისი დაძლია.

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ნაპოლი ტურინს ესტუმრა და ტორინოს 3:1 მოუგო. ასე დაძლია მაურიციო სარის გუნდმა მინი-კრიზისი. 

სტუმრებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მე-4 წუთზე კულიბალიმ, 25-ე წუთზე ზიელინსკიმდა 30-ე წუთზე ჰამშიკმა. 

ტორინოს ლიდერმა ანდრეა ბელოტიმ 63-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ სულ ეს იყო. 
ნაპოლის 42 ქულა გაუხდა და გადაასწრო ლიდერ ინტერს, რომელმაც, ყველასთვის მოულოდნელად, შინ 1:3 დათმო უდინეზესთან

მარეკ ჰამშიკმა ნაპოლის მაისურით 115-ე გოლი გაიტანა და ამით დიეგო არმანდო მარადონას დაეწია. 

მარადონას და ჰამშიკის გარდა, 100-ზე მეტი გოლი ნაპოლიში გატანილი აქვთ: ატილა სალუსტროს (108), ედინსონ კავანის (104) და ანტონიო ვოიაკს (103).

რომამ შინ კალიარის 1:0 მოუგო, გამარჯვების გოლი 94-ე წუთზე მცველმა ფედერიკო ფასიომ გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები