Thumbnail

ბასილაშვილი უიმბლდონს დაემშვიდობა | ქართველი ჩოგბურთელი სიმონთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:6, 6:7, 1:6 ჟილ სიმონი
  • ბასილაშვილი უიმბლდონს პირველივე წრეში დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს ძირითადი ბადის პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იყო. ბასილაშვილი სამ სეტში, 1:6, 6:7, 1:6 დამარცხდა.

ფრანგი ჩობურთელი პირველ და მესამე სეტში დიდი უპირატესობას ფლობდა, ნიკოლოზმა მხოლოდ მეორე სეტში მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა. ეს ჩოგბურთელები კორტზე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. სამჯერ გამარჯვება სიმონს დარჩა, მხოლოდ ერთხელ იმარჯვა ბასილაშვილმა.

2017 წელი, საფრანგეთის ღია პირველობა - ბასილაშვილი 3:1 სიმონი

სიმონის მეტოქე მომდევნო ეტაპზე ჯეკ სოკსა და მატეო ბერეტინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები