Thumbnail
  • სიტიმ პრემიერლიგაში ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო.
  • პეპ გვარდიოლას გუნდმა იოლად დაამარცხა ტოტენჰემი - 4:1.
  • სიტის მეტიც შეეძლო, მაგრამ გაბრიელ ჟეზუშმა პენალტიდან ძელს გაარტყა.

პრემიერლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემს უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

მე-14 წუთზე მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, თავით კი ყველას ყველაზე ტანდაბალმა ილქაი გიუნდოგანმა აჯობა.

70-ე წუთზე გიუნდოგანმა კევინ დე ბრუინს გაატანინა. ოთხ წუთში დე ბრუინის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაბრიელ ჟეზუშმა ძელს გაარტყა.

მე-80 წუთზე ლეროი სანემ თამაშში მეორე საგოლე პასი მიითვალა, მან ამჯერად რაჰიმ სტერლინგს გაატანინა.

ბოლო წუთზე სტერლინგმა დუბლი შეასრულა, თუმცა კრისტიან ერიქსენმა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოასწრო - 4:1.

სიტი 18 ტურიდან 52 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მანჩესტერ იუნაიტედსა და ჩელსის (14-14!!!) ქულით უსწრებს, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდს თამაში რეზერვში აქვს. 

პეპი: ბრწყინვალედ ვითამაშეთ, ოთხი გოლი გავიტანეთ და ძლიერი მეტოქის კარში უამრავი შანსი შევქმენით. ხვალ ამ თამაშს ფეხბურთელებთან განვიხილავ, ვნახავთ რა იყო კარგი და სად დავუშვით შეცდომები. სადაც ვიყავი, ყველგან ბოლომდე მენდობოდნენ, ბარსელონაში, ბაიერნში, აქ... სამივე დიდებული კლუბია. ნდობის გარეშე არაფერი გამოვა. როცა შენ დარწმუნებული ხარ, ფეხბურთელებიც თამამად მოგყვებიან.

ეს პეპ გვარდიოლას გუნდის ზედიზედ მე-16 გამარჯვება იყო პრემიერლიგაში! სიტიმ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

რაჰიმ სტერლინგმა ყველა შეჯიბრებაში უკვე 15 გოლი გაიტანა ამ სეზონში, ის გუნდის ბომბარდირია.

სექტემბრიდან მოყოლებული კევინ დე ბრუინმა 14 გოლში მიიღო მონაწილეობა.

რამდენიმე საათით ადრე ჩელსიმ და არსენალმა მინიმალურად იმარჯვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები