Thumbnail
  • კლუბები როგორც იქნა შეთანხმდნენ
  • ალჟირელი ლესტერიდან წასვლას ზამთარშიც გეგმავდა

ინგლისური ლესტერის 27 წლის ნახევარმცველი - რიად მაჰრეზი რამდენიმე დღეში მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი გახდება. “ქალაქელები” ალჟირელ ფეხბურთელში 60 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ამ კვირაშივე, სანამ ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება, მაჰრეზი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მიმდინარე წლის იანვარში, ლესტერმა სიტის მაჰრეზის გაყიდვაზე უარი უთხრა. ალჟირელი განაწყენდა და ვარჯიშების ბოიკოტირება დაიწყო, რის გამოც, კლუბმა ის 240 ათასი ფუნტით დააჯარიმა. ამის შემდეგ, ნახევარმცველი ვარჯიშებზე დაბრუნდა. მარტში, მაჰრეზის ფეისბუკის ექაუნთი გაუტეხეს და პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც კარიერის დამთავრებაზე იყო საუბარი.

ალჟირელმა ნახევარმცველმა ლესტერში ხუთი სეზონი გაატარა. 2015/16 წლების სეზონში, ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლესტერის რიგებში, მაჰრეზიმ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო.  

კომენტარები

ბოლო ამბები