Thumbnail
  • ფეხბურთელის აგენტი საინტერესო კომბინაციის გათამაშებას გეგმავს

ლონდონის ჩელსის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის - ვილიანის შეძენა კატალონიურ ბარსელონას სურს. როგორც ცნობილია, თავად 29 წლის ფეხბურთელსაც სურს კარიერაში სიახლეები და კატალონიურ გრანდში ძალების მოსინჯვა. ვილიანი ფიქრობს, რომ ბარსელონას სათამაშო სქემაში ადვილად ჩაეწერება, რადგან კატალონიელების სტილი მასთან ძალიან ახლოსაა. თუმცა, “არისტოკრატები” ბრაზილიელის გაყიდვით მაინცდამაინც არ არიან დაინტერესებული.

ჩელსი ვილიანს 80 მილიონ ევროდ აფასებს. ბარსელონა კი,ფიქრობს, რომ ფასი გაზვიადებულია. ცოტა ხნის წინ, “Daily Mail”- ი იუწყებოდა, რომ კატალონიელებმა ლონდონელებს ვილიანში 56 მილიონი შესთავაზა.

ვილიანსა და ფილიპე კოუტინიოს ერთი აგენტი ჰყავთ - კია ჯურაბჩიანი. მან კატალონიელებს უთხრა, რომ აქვს შემოთავაზება კოუტინიოსთან დაკავშირებით და მასში 50 მილიონ ევროს გადაიხდიან. აქედან გამომდინარე, თუ ბარსელონა კოუტინიოს გაყიდის, ვილიანის საყიდელი ფული გაუჩნდება.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები