Thumbnail
  • გია ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სამტრედიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის ევროპალიგის გათამაშებაში იმერულ გუნდს გია ცეცაძე გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია.

სფფ-ს ვებგვერდი განმარტავს, რომ კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21- წლამდე ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა სამტრედიამ, რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა სამტრედიას მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.  ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა, მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა"

კომენტარები

ბოლო ამბები