Thumbnail
  • უიმბლდონის პირველმა სათამაშო დღემ საინტერესოდ ჩაიარა
  • იოლად მოიგო როჯერ ფედერერმა და ის უკვე მეორე წრეშია

მე-20 უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო როჯერ ფედერერმა. ცენტრალურ კორტზე ტურნირის გახსნის პატივი, სწორედ, მოქმედ ჩემპიონს ერგო. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, საათსა და 21 წუთში, სერბი დუშან ლაიოვიჩი სამ სეტში - 6:1, 6:3, 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში, ფაქტობრივად, ოფლგამოუსვლელად გავიდა. შეხვედრას თვალს ადევნებდნენ როჯერის ცოლი - მირკა და შვილები - ლეო და ლენი.  

ოთხსეტიანი თრილერი გაითამაშეს სტენ ვავრინკამ და გრიგორი დიმიტროვმა. მატჩი 2 საათსა და 50 წუთს გრძელდებოდა და საბოლოოდ, შვეიცარიელის გამარჯვებით - 1:6, 7:6, 7:6, 6:4 დასრულდა.

თავისი შეხვედრა მოიგო კანადელმა მილოშ რაონიჩმა, რომელმაც ბრიტანელი ლიამ ბროუდი სამ სეტში - 7:5, 6:0, 6:1 დაამარცხა.

გაელ მონფილსისა და რიშარ გასკეს ფრანგული დუელი მონფილსის გამარჯვებით დასრულდა. სამ სეტში, მონფილსმა თანამემამულს - 7:6, 7:5, 6:4 სძლია.

ქალთა ერთეულებში, პირველი დღის ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი უიმბლდონის 7-გზის ჩემპიონის - სერენა უილიამსის დაბრუნებაა. ამერიკელი ჩოგბურთელი კორტზე მას შემდეგ არ გასულა, რაც დედა გახდა. ჰოლანდიელ არანტა რუსთან ორსეტიან, დაძაბულ ორთაბრძოლაში სერენამ 7:5, 6:3 იმარჯვა. მეორე კორტზე მოიგო მეორე უილიამსმაც. ვენუსს შვედი იოანა ლარსონის დასამარცხებლად 2 საათი და 8 წუთი დასჭირდა. ანგარიში - 6:7, 6:2, 6:1.

შემდეგ წრეში, ლიდერებიდან, ასევე გავიდნენ კაროლინ ვოზნიაცკი, კაროლინა პლისკოვა, ვიქტორია აზარენკა.

დღეს, უიმბლდონზე მეორე სათამაშო დღეა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები