Thumbnail
  • ბრაზილია 2:0 მექსიკა
  • 1:0 ნეიმარი (51), 2:0 ფირმინო (88)
  • ნეიმარის ბრწყინვლე თამაში, ბრაზილია მეოთხედფინალშია!

ბრაზილიის ნაკრებმა, რუსეთის მუნდიალის მერვედფინალური მატჩი სამარაში, ძველი მეტოქის - მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. ტიტეს გუნდმა, კონკაკაფის წარმომადგენელი გუნდი 2:0 დაამარცხა.

მატჩი მექსიკელების აქტიურობით დაიწყო, თუმცა შემდეგ ბრაზილიამ ნელ-ნელა მოუმატა და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ნეიმარმა თავისი დაწყებული შეტევა გოლით დაასრულა და ბრაზილია დააწინაურა.

1:0 ნეიმარი (51)

ნეიმარის გოლის შემდეგ, მექსიკელებმა ჩიჩარიტო მოედნიდან გაიყვანეს, ამ ცვლილების შემდეგ ცენტრალური ამერიკის წარმომადგენელთა შეტევა საგრძნობლად გაუარესდა. დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო ფილიპე კოუტინიოს დარტყმა, რომელიც გილერმო ოჩოამ მოიგერია.

კოუტინიოს ეპიზოდი

ოჩოამ მატჩი ძლიერად ჩაატარა და რამდენიმე კარგი დარტყმული მოიგერია. ამ ეპიზოდის შემდეგ, შეხვედრის ტემპი დაეცა, გაკეთდა ცვლილებები და ტრადიციულ მეტოქეთა დაპირისპირება ინერტული გახდა.

გამწარებული ნეიმარი

საბოლოოდ შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმის მიწურულს ნეიმარმა კვლავ კარგად ითამაშა და ამჯერად რობერტ ფირმინოს გაატანინა. ეს ლივერპულის შემტევისთვის მუნდიალზე პირველი გოლი აღმოჩნდა.

2:0 ფირმინო (88)

მექსიკა მუნდიალის მერვედფინალში ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდა, კონკაკაფელებისთვის - მერვედფინალი გადაულახავი ბარიერია. ბრაზილია კი შემდეგ ეტაპზე დღეს, ბელგია - იაპონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გამოკითხვა

ვინ გავა მეოთხედფინალში?

  • კოლუმბია
  • ინგლისი

საინტერესო ფაქტები

► ნეიმარმა მუნდიალებზე მეექვსე გოლი გაიტანა და ამისათვის 38 დარტყმა დასჭირდა, იგივე მაჩვენელის მისაღწევად - ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ - 67-ჯერ (მესი) და 74-ჯერ (რონალდო) დაარტყეს.

► მექსიკს მუნდიალის მერვედფინალიდან, ზედიზედ მეშვიდედ გავარდა - 1994, 1998, 2002, 2006, 2010, 2014 და 2018.

► ნეიმარმა მიმდინარე მუნდიალზე, კარისკენ 23-ჯერ დაარტყა, აქეთან 12 კარში. შექმნა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი - 16 და მეტოქემ მის წინააღმდეგ 23-ჯერ დაარღვია თამაშის წესები.

► რაფა მარკესი, სერ სტენლი მეტიუზის შემდეგ გახდა მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მინდვრის მოთამაშე - 39 წლის და 139 დღის.

► გილერმო ოჩოამ, მიმდინარე მუნდიალზე 20 „სეივი“ მოაგროვა, ამდენი არცერთ სხვა მეკარეს არ აქვს.

► ტიტეს ბრაზილია - 25 მატჩი, 20 მოგება, 19 მშრალად შენახული კარი, 54 გატანილი, 6 გაშვებული...

საუკეთესო მოთამაშე: ნეიმარი (ბრაზილია)

ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა რუსეთის მუნდიალზე ალბათ თავის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პარი სენ ჟერმენის შემტევმა ნაკრებში 57-ე გოლი გაიტანა და ასევე საგოლო გადაცემაც მიითვალა - მეორე ტაიმის ბოლოს ფირმინოსაც გაატანინა.

იმედგაცრუება: ხავიერ ერნანდესი (მექსიკა)

მექსიკელთა ლიდერი და მთავარი ფორვარდი, დღევანდელ მატჩში ძალიან ინტერტული იყო. ვესტ ჰემ იუნაიტედის ფორვარდ, რომელსაც ერვონულ გუნდში 49 გოლი აქვს გატანილი, დღეს ბრაზილიელთა კართან არანაირი ხიფათი არ შეუქმნია.

კომენტარები

ბოლო ამბები