Thumbnail

გენტში ქართული ტანდემი ამუშავდა | ბერიძის გოლი და ლიდერი ჩაკვეტაძე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენტი ახალი სეზონისთვის ორი ქართველით ემზადება
  • კლუბში დაბრუნებულმა გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა

ახალი სეზონისთვის ემზადება ბელგიური გენტი, რომელმაც უკვე მე-4 ამხანაგური მატჩი გამართა. მერელბეკესთან ამხანაგური მატჩი გენტმა 4:1 მოიგო, ხოლო გენტის მესამე გოლი თავით ვარდნაში ბელგიაში დაბრუნებულმა გიორგი ბერიძემ გაიტანა.

ამ შეხვედრაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემაც, რომელზეც ახალ სეზონში უდიდეს იმედებს ამყარებენ. პირველი ტაიმი გენტმა მხოლოდ 1:0 მოიგო, ჩაკვეტაძე და ბერიძე კი შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ და გენტის უპირატესობაც აშკარა გახდა. 

შეგახსენებთ, რომ ბერიძე გენტს სლოვაკურ ტრენჩინში ჰყავდა განათხოვრებული, სადაც თავი გამოიჩინა. ახლა ბერიძე გენტში ხელახლა დამკვიდრებას ცდილობს.

გენტი-მერელბეკე 4:1

გენტი-მერელბეკე 4:1

გენტი-მერელბეკე 4:1

გენტი-მერელბეკე 4:1

გენტი-მერელბეკე 4:1

გენტი-მერელბეკე 4:1

კომენტარები

ბოლო ამბები