Thumbnail
  • ესპანეთი-რუსეთის მატჩის ირონიული გამოხმაურება სოციალურ მედიაში
  • გულშემატკივრები ეჭვობენ, რომ ესპანეთის მარცხში რუსეთის პრეზიდენტის ხელი ურევია

მსოფლიოს ჩემპიონატის ⅛-ფინალში ესპანეთის ნაკრების სენსაციურ მარცხს მასპინძელ რუსეთთან (1:1, პენ 3:4) ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოყვა. გულშემატკივართა ნაწილი ხუმრობს, რომ რუსეთის წარმატებაში კრემლის ხელი ურევია, თამაშის დროს VAR-ის სისტემას კი თავად ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აკონტროლებდა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტომონტაჟი და მემიც გამოქვეყნდა.

კრიკეტში ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მაიკლ ვოგანმა ტვიტერში ეჭვი გამოთქვა, რომ VAR-ს რუსეთის პრეზიდენტი აკონტროლებს. ვოგანი გამოეხმაურა მატჩის 114-ე წუთზე მომხდარ ეპიზოდს, როდესაც რუსი მცველები ჟერარდ პიკესა და სერხიო რამოსის წინააღმდეგ სავარაუდოდ წესს არღვევდნენ.

იმ მომენტში ესპანელები 11-მეტრიანს ითხოვდნენ, ჰოლანდიელმა არბიტრმა ბიორნ კუიპერსმა კი ვიდეოგამეორების ნახვა საჭიროდ არ ჩათვალა.

რუსეთთან შეხვედრაში "ფურია როხას" ძალზე უფერულ თამაშს ზოგიერთებმა სხვა ახსნა მოუძებნეს. გამოითქვა ვარაუდი, რომ პუტინს მძევლებად ესპანელი ფეხბურთელების ოჯახის წევრები ჰყავდა აყვანილი. 

რუსეთმა გაიმარჯვა და საშინაო მუნდიალის ¼ ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ხორვატიის ნაკრები ეყოლება. ინტერნეტში კი პუტინის და VAR-ის თემაზე ასე ხუმრობენ:

გამოკითხვა

ვინ გავა მეოთხედფინალში?

  • კოლუმბია
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები