Thumbnail

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა | ევროპაბეთმა სერია გამარჯვებით დაიწყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპაბეთი - კროკობეთი 1:1 [3:2]; McGill - კრედო 3:2
  • ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებებში პლეი ოფი მიმდინარეობს. ბრინჯაოს ლიგაში ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები გაიმართა. ხუთი გოლი გავიდა პირველ ნახევარფინალში, სადაც გუნდმა McGill 3:2 დაამარცხა კრედო.

6 მეტრიანების სერიაში გამოვლინდა გამარჯვებული მეორე დაპირისპირებაში. ევროპაბეთისა და კროკობეთის შეხვედრები ყოველთვის დაძაბული და პრინციპულია, გამონაკლისი არც სერიის სასტარტო მატჩი გამოდგა.

ძირითად დროში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს (ირაკლი ხარებავა 31', ლევან ბარათაშვილი 33'), 6 მეტრიდან უფრო ზუსტად ევროპაბეთის წევრებმა დაარტყეს. მეკარე ემზარ ბითიევმა ერთი ბურთის მოგერიება მოახერხა და გამარჯვებულის ვინაობაც მეტწილად ამ ფაქტმა განაპირობა.

ევროპაბეთი v კროკობეთი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები