Thumbnail

ბოლო თვეში, დოპინგზე შვიდჯერ შემამოწმეს - როჯერ ფედერერი

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • შვეიცარიელი ჩოგბურთელი დოპინგ-ტესტებზე ღიად ხუმრობს

“დიდი სლემის” ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა - როჯერ ფედერერმა მედიასთან დოპინგ-ტესტების თაობაზე კომენტარი გააკეთა და გაკვირვება გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს, არასაშეჯიბრო პერიოდში, სერენა უილიამსს დოპინგის სინჯი ხუთჯერ აუღეს.

“ბოლო თვის განმავლობაში ბევრჯერ შემამოწმეს; თუ არ ვცდები, შვიდჯერ. სისხლიც ამიღეს და შარდიც ჩავაბარე. ეს ორჯერ შტუტგარტში მოხდა, ჰალეს ტურნირის მიმდინარეობისას. შვეიცარიაში მე სოფელში ვცხოვრობ და კონტროლიორიც ჩემს ახლოსაა. ასე რომ, იქ პრობლემა არაა. როცა მას სახლში ყოფნა მოსწყინდება, ალბათ, ამბობს-ხოლმე, წავალ ერთი, როჯერთან შევიხედავ, ყველაფერი რიგზე აქვს თუ არა…

არასაშეჯიბრო პერიოდშიც ხშირად მამოწმებენ. თუმცა, დუბაიში როცა ვარ, იქ თითქმის არ მიტარებენ ტესტებს და ეს ცოტა მწყინს. 15 წლის განმავლობაში, იქ მხოლოდ ერთხელ შემამოწმეს.

ადგილმდებარეობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული და ეს მაინცდამაინც არ მომწონს, რადგან არასტაბილურობასთან გვაქვს საქმე. მესმის, რომ ყველაფერი WADA-ს (მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტო) ფინანსებთანაა დაკავშირებული და ერთი ადამიანის გაგზავნა სინჯის ასაღებად, ძვირი ჯდება. მაგრამ ეს გამართლება არ უნდა იყოს. ამიტომ, დაფინანსება უფრო დიდი უნდა ჰქონდეთ. ვფიქრობ, ასეც იქნება.

არ ვფიქრობ, რომ ეს შემოწმებები როდისმე საკმარისი იქნება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოპინგ-ოფიცრები პროფესიონალები იყვნენ,  გვექცეოდნენ როგორც ადამიანებს და არა - კრიმინალებს. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება. მესმის, რომ ეს პროცესი ზოგჯერ გვაშფოთებს… მეც ასე მემართება” - ამბობს როჯერი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები