Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსის ტრანსფერმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია
  • კენტავიუსი, სტეფენსონი, მაკგი და კავაი ლეონარდიც?

მთელი საკალათბურთო სამყარო ლებრონ ჯეიმსის ლეიკერსში ტრანსფერზე ლაპარაკობს. მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ “მეფე” კარიერას ლოს ანჯელესში აგრძელებს, მის გვერდით თამაში არაერთ ვარსკვლავს სურს.

► პირველი ამბავი ის არის, რომ კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა ლეიკერსთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 12 მილიონ დოლარს მიიღებს.

► ამის შემდეგ გაირკვა, რომ ლენს სტეფენსონი ლეიკერსთან ასევე 1-წლიან კონტრაქტს აფორმებს და 4,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

► ლეიკერსის გულშემატკივრებისთვის კარგი ამბები ამით არ მთავრდება: გოლდენ სტეიტის ცენტრმა ჯავეილ მაკგიმ გადაწყვიტა, რომ უორიორსში არ დარჩეს და ჯეიმსს ლეიკერსში გაჰყვა!

თუმცა, თვითონ ლებრონისთვის ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მის ახალ გუნდში მინიმუმ ერთი სუპერვარსკვლავიც გადავიდეს. ESPN-ის ინფორმაციით, ლებრონის მხარდამხარ თამაში კავაი ლეონარდსაც სურს, მაგრამ ამისათვის ლეიკერსი სან ანტონიოს თრეიდზე უნდა შეუთანხმდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები